OGP –ის მხარდამჭერი სამოქალაქო ორგანიზაციები საჯარო მიმართვას ავცელებენ

2013 წლის 17 დეკემბერს, მსოფლიო მასშტაბით 100-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI), საჯარო მიმართვა გაავრცელა ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანა-თავმჯდომარეების, მუდმივმოქმედ კომიტეტისა და OGP-ის წევრი ქვეყნების  სახელზე.

საჯარო მიმართვა მსოფლიო მასშტაბით მიყურადების არაპროპორციულ პრაქტიკას და გამჭვირვალობის ეფექტურ უზრუნველყოფის მოთხოვნას უკავშირდება.  ,,დამკვიდრებული პრაქტიკა ძირს უთხრის ძალაუფლების გადანაწილების პრინციპს, რაზეც დამყარებულია ანგარიშვალდებულება და საფრთხეს უქმნის გამოხატვის, ინფორმაციისა და გაერთიანების თავისუფლებას. აღნიშნულის გარეშე კი ღია მმართველობის იდეალები კარგავს მნიშვნელობას“, ნათქვამია ხელისმომწერთა მიმართვაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლების ,,ღია მმართველობა პარტნიორობის“ ინიციატივის მიზნებს იზიარებენ, საჯარო განცხადებით გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას მიყურადების მასიურად გავრცელებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რაც ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ ძირითად პრინციპებს უქმნის  საფრთხეს.

საქართველოში არაკანონიერი მიყურადების ტენდენციები მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს და სენსიტიურ საკითხებს უკავშირდება. IDFI-ი სრულად იზიარებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს და იმედოვნებს, რომ საქართველოს ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამოქმედო გეგმაში იქნება გათვალისწინებული.

საჯარო მიმართვის ხელისმომწერნი გადაწყვეტილების მიმღებებს კონკრეტულ რეკომენდაციებს უწევენ:

  • აღიარონ პირადი სივრცისა და ადამიანის უფლებების არსებული კანონმდებლობის გადახედვის საჭიროება, რათა მოხდეს მათი მოდერნიზება იმგვარად, რომ ასახოს თანამედროვე სამეთვალყურეო ტექნოლოგიები;
  • 2014 წლის ოქტომბრისთვის დაასრულონ ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში აღებული ვალდებულება და გადახედონ ეროვნულ კანონმდებლობებს, რათა დაიგეგმოს ისეთი რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწოფოს მხრიდან კანონიერ და პროპორციულ ზედამხედველობას; უზრუნველყონ პრესის თავისუფლება და დაიცვან ის მამხილებლები, რომლებიც კანონის ფარგლებში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მცდელობებს  ხდიან საჯაროს;
  • უზრუნველყონ OGP-ის სამოქმედო გეგმებით გაწერილი ზედამხედველობის მექანიზმების, მიყურადების ტექნოლოგიების გავრცელების,  მიყურადების ტექნოლოგიების განხორციელებისთვის ხელშეწყობისა და სახელმწიფოთა შორის მოქალაქეების მონაცემთა გაცვლის გამჭვირვალობა;

მიმართვაზე ხელისმომწერნი სთხოვენ მუდმივმოქმედ კომიტეტს, დროულად განიხილოს მათ მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და შესაბამისად გათვალისწინებული იქნეს ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების სამოქმედო გეგმებში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s