დუბლინში OGP-ის რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს

1511682_643540862361165_3293618683855236352_o

იუსტიციის მინისტრის გამოსვლა (ფოტო აღებულია იუსტიციის სამინისტროს Facebook გვერდიდან)

ამ წუთებში დუბლინში მიმდინარეობს ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონული შეხვედრა. ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონული შეხვედრა დუბლინში ემსახურება წევრი ქვეყნების 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმების სამუშაო ვერსიების გაცნობას. საქართველოს სახელით შეხვედრას ესწრებიან იუსტიციის სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც პირველ პლენარულ სხდომაზე ძირითად მომხსენებლად წარსდგა და ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე ღია მმართველობის პარტნიორობის კუთხით. მან სესიის მონაწილეებს გააცნო ელ-მმართველობის წარმატებული პროექტები, ინფორმაცია საქართველოს რეგიონებში გამართული საჯარო კონსულტაციებისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობის შესახებ და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.

ევროპის რეგიონული შეხვედრა ორ დღეს გასტანს და 9 მაისს დასრულდება.

შეგიძლიათ, შეხვედრას თვალყური ადევნოთ შემდეგ ბმულზე:

  1. http://www.castletv.eu/
  2.  აირჩიეთ Dublin Castle 1;
  3. ავტორიზაცია მოახდინეთ შემდეგი – მონაცემებით:

8 მაისის სესია:

  1. მომხმარებელი: 18915a;
  2. პაროლი – 080514

9 მაისის სესია:

  1. მომხმარებელი: 18915b
  2. პაროლი: 090514

One thought on “დუბლინში OGP-ის რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს

  1. გამოხმაურება: ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონული შეხვედრის ბოლო სესია დუბლინში | OGP - საქართველო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s