სამუშაო შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში

Image

ფოტო აღებულია იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდიდან

14 მაისს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლებთან, სადაც მონაწილეებმა განიხილეს 2014-15 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს რეკომენდაციების რამდენიმე მათგანთან დაკავშირებით.

შეხვედრა ასევე შეეხო დუბლინში გამართულ ევროპის რეგიონულ შეხვედრას, რომელსაც საქართველოს დელეგაციაც ესწრებოდა. რუსუდან მიხელიძემ, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, რომელიც დუბლინში სიტყვით გამოვიდა, რეგიონული შეხვედრა საქართველოსთვის დადებითად შეაფასა. მისი თქმით, საქართველო გამოირჩევა ინოვაციური და ამბიციური პროექტებით. მათ შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა ichange.ge-ს კონცეფციამ. რუსუდან მიხელიძემ დამსწრეებს გააცნო სხვა ქვეყნების მიერ წარდგენილი პროექტები და შეხვედრაზე გაჟღერებული საინტერესო იდეები.

ამავე შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ღია მმართველობის ჯილდოს კონკურსზე წარსადგენი პროექტები. 2014 წლის საკონკურსო თემაა საზოგადოების ჩართულობა. პარტნიორობის მიერ შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი, სადაც ქვეყნები წარადგენენ კონკურსის თემასთან დაკავშირებულ თავიანთ პროექტებს.

პარტნიორობის მიზანია, წევრმა ქვეყნებმა დაასახელონ ის ინიციატივები, რომლებიც საზოგადოების ჩართულობის გაზრდასა და გაძლიერებას ემსახურება საჯარო პოლიტიკის ან სერვისების გაუმჯობესების კუთხით. რეგისტრაციისათვის განკუთვნილი საბოლოო ვადაა 30 მაისი, ხოლო ვებგვერდის მეშვეობით ინიციატივების წარდგენა 2014 წლის 27 ივნისამდე უნდა დასრულდეს.

შეხვედრაზე გამოიკვეთა რამდენიმე ქართული პროექტი, რომელთაგან ერთ-ერთი კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s