IDFI-მ ბათუმის მედიისთვის OGP-ის შესახებ ვორქშოფი გამართა

DSCN9680ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ბათუმში მომუშავე ჟურნალისტებისთვის 19 სექტემბერს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ ვორქშოფი გამართა. შეხვედრა, რომელსაც IDFI-ის დირექტორი და  ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის თანათავმჯდომარე გიორგი კლდიაშვილი უძღვებოდა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია როგორც ზოგადად პარტნიორობის, ისე სამოქმედო გეგმის ფარგლებში უკვე შესრულებული და ახლად აღებული ვალდებულებების შესახებ.

გიორგი კლდიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ღია მონაცემების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით 2014-2015 წლების დაგეგმილ აქტივობებზე – ინფორმაციის თავისუფლების აქტის შემუშავებაზე, ღია მონაცემების პორტალი Data.gov.ge-სა და მოქალაქის პორტალის My.gov.ge-ს განვითარებაზე. მანვე ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა ისეთი ვDSCN9693ალდებულებების შესახებ, როგორიცაა სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენის კვარტალური სტატისტიკის გამოქვეყნება, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის სისტემის დანერგვა, არქივების ხელმისაწვდომობის გამარტივება, მთავრობისთვის პეტიციების ონლაინ გაგზავნის პორტალის ichange.ge -ის შექმნა და საბიუჯეტო პროცესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მექანიზმის შემუშავება.

IDFI-ის დირექტორმა ხაზი გაუსვა მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და აღნიშნა, რომ მედიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია, როგორც საზოგადოებისთვის OGP-სი შესახებ ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფო უწყებების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების კონტროლის მიმართულებით.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ რა ახალი ნორმები დაემატება ინფორმაციის თავისუფლების აქტს, რა რეგულაციები დაინერგება, როგორ მოხდება საჯარო ინფორმაციის მიღების პროცესში არსებული ხარვეზების წარმოქმნა, რა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ უწყებებმა პროაქტიულად ინფორმაციის გამოქვეყნებისას ერთიანი სტანდარტი დაიცვან და ზუსტი ინფორმაცია განათავსონ.DSCN9695

შეხვედრა პროექტის „ღია მმართველობის პარტნიორობის ხელშეწყობის“ ფარგლებში გაიმართა, რომლის ფინანსური მხარდამჭერია USAID, დემოკრატიული მმართველობა საქართველოში პროგრამა (G-3)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s