OGP -ის შესახებ სემინარი თსუ-ში

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 30 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ სემინარი გამართა. შეხვედრა  USAD-ის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შედგა.

IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი შეხვედრის მონაწილეებს პარტნიორობის მნიშვნელობაზე, მიზნებსა და გამოწვევებზე ესაუბრა. მანვე აუხსნა, რა ტიპის ვალდეულებებს იღებენ უწყებები OGP-ის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. მიმოიხილა უკვე განხორციელებული პროექტები და დეტალურად გააცნო ის ცვლილებები რაც 2014-2015 წლების განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამდებობის პირთა დეკლარაციებზე. დაინტერესდნენ რა მექანიზმები შეიძლება შეიქმნას იმისათვის რომ დადგინდეს რამდენად კეთილსინდისიერად ივსება დეკლარაციები, როგორ უნდა მოხდეს მისი გადამოწმება.

საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო იმას, თუ როგორ შეუძლია რიგით მოქალაქეს ჩაერთოს ისეთი საკითხების განხილვაში როგორიც მაგალითად ბიუჯეტის დაგეგმვაა. გიორგი კლდიაშვილმა სტუდენტებს აუხსნა რას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება და როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს საკუთარი აქტიურობითა და ჩართულობით გავლენა მოახდინონ მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიღების პროცესში.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s