OGP-ის შესახებ სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სემინარი გაიმართა

DSCN9850ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 4 ოქტომბერს სტუდენტებთან ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ მორიგი ვორქშოფი გამართა. შეხვედრა, რომელიც „კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრის” საკონფერენციო დარბაზში შედგა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრა გაიმართა USAD-ის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს IDFI-ის პროექტის „ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება“ ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებში, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტებში ელ-ჩართულობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ თავად დააკვირდნენ ხელისუფლების საქმიანობას და მოამზადონ ბლოგ-პოსტი საკუთარი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე. OGP-ის თემაზე გამართული სემინარი კი სტუდენტებისთვის მთავრობის საქმიანობის დაკვირვებისთვის დამატებითი პლატფორმის შეთავაზების შესაძლებლობას წარმოადგენდა.

სამუშაო შეხვედრის განმავლობაში IDFI-ის დირექტორმა და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის თანათავმჯდომარემ, გიორგი კლდიაშვილმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია OGP-ის სტრუქტურის, მიზნებისა და გამოწვევების შესახებ. აუხსნა რა პრინციპით იმართება და რა საკითხები განიხილება რეგიონულ და წლიურ სამიტებზე. აგრეთვე აჩვენა ვიდეო კლიპები, რომელიც პარტნიორობის განვითარებას და შედეგებს ასახავს.

სტუდენტები დაინტერესდნენ რა ბერკეტები აქვს OGP-ს იმ შემთხვევაში თუ ქვეყნები აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებენ. გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ თავად პარტნიორობაში გაერთიანება ნებაყოფლობითია, ვალდებულებებსაც სახელმწიფოები საკუთარი სურვილით იღებენ, შესაბამისად შესრულებაც ინტერესებში შედის. გარდა ამისა, არსებობს კრიტერიუმები, რომელსაც წევრი ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ, სხვა შემთხვევაში შესაძლოა გარიცხვის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.

IDFI-ის დირექტორის თქმით, პარტნიორობა მიმართულია მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებისკენ, ამიტომ თავად მოქალაქეები უნდა იყვნენ აქტიურად ჩართულები ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის პროცესში.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს აგრეთვე იმაზე, როგორ შეიძლება საზოგადოებაში ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ ინფორმაციის უფრო მეტად გავრცელება, რომ გაიზარდოს პროცესში ჩართულ ადამიანთა რიცხვი.

ვორქშოფისას დეტალურად განიხილეს 27 ვალდებულება რომელიც 2014-2015 წლებში OGP-ის სამოქმედო გეგმის ფარგლებში 16-მა სახელმწიფო უწყებამ უნდა შეასრულოს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s