24 სექტემბერს ნიუ იორკში ფორდის ოფისში OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. დიალოგში მონაწილეობას იღებდა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა თავად ფორდის ფონდი, CIVICUS, საერთაშორისო გამჭვირვალობა, ბუნებრივი რესურსების მართვის ინსიტიტუტი (NRGI) ოქსფამი (Oxfam International) და Twaweza.