OGP-ის შესახებ სემინარი საქართველოს უნივერსიტეტსა და GIPA-ში გაიმართა

DSCN0174ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP)  შესახებ მორიგი ვორქშოფი საქართველოს უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) გამართა.

21 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს OGP-ის მუშაობის მექანიზმზე მის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ესაუბრა. მან დეტალურად მიმოიხილა ყველა ვალდებულება, რომელიც საქართველომ 2014- 2015 წლებში ეროვნული სამოქმედო გეგმის თანახმად უნდა შეასრულოს.

სტუდენტებმა განსაკუთრებული აქცენტი თანამედებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის სისტემის შექმნის ვალდებულებაზე გააკეთეს და სპიკერს დეტალურად ახსნა მოსთხოვეს, თუ როგორ იქნება შესაძლებელი ამ მექანიზმის ჩამოყალიბება და ეფექტური გამოყენება.

საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში შესასრულებელი დავალებების შესახებ მსჯელობა უკვე 29 ოქტომბერს GIPA-ს სტუდენტებთან გაიმართა. IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილმა დეტალურად განიხილეს ყველა ის პროექტი, რომელიც 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში უკვე განხორციელდა და რაც 2014-2015 წლებში უნდა განხორციელდეს.

სტუდენტებმა იმსჯელეს ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობაზე, რა ტიპის ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის და რა შეიძლება გასაიდუმლოვდეს.

როგორც გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა, ინფორმაციის თავისუფლება მთავრობის ანგარიშვალდებულების ნაწილია.

„ხელისუფლება ვალდებულია ხალხს ჩააბაროს ანგარიში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. მოსახლეობამ უნდა იცოდეს რატომ უხდის მთავრობას ფულს. სწორედ ერთი მხრივ მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას და მეორეს მხრივ ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად OGP”, – თქვა გიორგი კლდიაშვილმა.

ვორქშოფები USAD-ის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში იმართება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s