შსს-ს ვებგვერდი უსინათლოთათვის ადაპტირებული გახდა

10624664_581379611964042_1444467251052354886_nღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული კიდევ ერთი ვალდებულება შესრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი უსინათლოთათვის ადაპტირებული გახდა. მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემის მქონე პირებს ახლა უკვე შეუძლიათ შევიდნენ შსს-ს ვებგვერდზე http://voice.police.ge/ და ხმოვან რეჟიმში მიიღონ სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ან სპეციალური სისტემის საშუალებით წაიკითხონ.

პროექტის პრეზენტაცია 18 ნოემბერს გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შსს საქართველოში პირველი უწყებაა, რომელმაც ამგვარი პროექტი განახორციელა. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ვებ-გვერდის ადაპტირების პროექტი შემუშავდა და ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდა შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტთან და „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ წევრებთან – ბექა გოზალიშვილთან და ვლადიმერ ურდულაშვილთან ერთად.

შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის სამინისტრომ ვებგვერდის ადაპტირების ვალდებულება შსს-მ ღია მმართველობის საქართველოს 2014 – 2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღო. პროექტი პასუხობს OGP გამოწვევებს, კერძოდ, საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

ამავე ვალდებულების ფარგლებში წლის ბოლომდე დაინერგება ონლაინკონსულტაციის მექანიზმი და შსს-ს ვებგვერდს დაემატება “ლაივ ჩათის” აპლიკაცია. მისი საშუალებით მოქალაქე შეძლებს დაუკავშირდეს შსს-ის თანამშრომელს შეკითხვით თუ რეკომენდაციით შსს-ს კომპეტენციას მიკუთვნებულ თემაზე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s