OGP-ს ვალდებულებების შესრულების პროგრესი

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში საქართველომ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 27 ვალდებულება უნდა შეასრულოს. რამდენიმე მათგანი უკვე შესრულდა, ნაწილი კი განხორციელების პროცესშია.

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება

საზოგადოებრივი ცენტრებისამოქმედო გეგმის თანახმად, 2014 წლის ბოლომდე საქართველოში არსებულ 12 საზოგადოებრივ ცენტრს უნდა დამატებოდა კიდევ ექვსი, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა მომსახურების მიღება შეუძლია. სერვისების განვითარების სააგენტომ უკვე გახსნა 5 ცენტრი – მეჯვრისხევში, კაჭრეთში, გეგუთში, მუხაესტატესა და დუისში. ამავე სააგენტოს ცნობით, 2015 წელს კიდევ 13 სოფელში აშენდება მსგავსი ცენტრი.

ღია მონაცემების პორტალის შექმნა

dataმონაცემთა გაცვლის სააგენტომ დაიწყო ვალდებულების შესრულება და უკვე გაუშვა ღია მონაცემთა პორტალი www.data.gov.ge, სადაც ამჟამად 9 ორგანიზაციის 49 მონაცემია განთავსებული. ტრენინგი ჩაუტარდათ 25 ორგანიზაციის 80-მდე თანამშრომელს, რათა მათ თავადვე შეძლონ ორგანიზაციაში დაცული სხვდასხვა ტიპის ინფორმაციის განთავსება.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნება დამუშავებად ფორმატში

აუდიტის სამსახურმა შეასრულა საკუთარი ვალდებულება და პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ ფინანსურ ანგარიშებს, შემოწირულობებს „ექსელის“ ფორმატში აქვეყნებს. აქამდე ეს ინფორმაცია დასკანერებული სახით იტვირთებოდა ხოლმე საიტზე, რაც საშუალებას არ აძლევდა დაინტერესებულ პირს ადვილად მოეძიებინა ინფორმაცია და სურვილისამებრ დაემუშავებინა. აუდიტის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, სამოქმედო გეგმის ფარგლებში არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ იგეგმება საიტის მოდიფიკაცია, დაემატება ძებნის სისტემა და ერთი კონკრეტული პირის ან პარტიის მიხედვით შესაძლებელი იქნება მის შესახებ ყველა ინფორმაციის მოძიება. ასევე, პარტიების კვარტალური ფინანსური ანგარიშების გარდა, იგეგმება წლიური ანგარიშების მოძიებად ფორმატში განთავსება.

ფარული მიყურადების შესახებ სასამართლო სტატისტიკის პროაქტიული გამოქვეყნება

statistikaსაკუთარი ვალდებულება შეასრულა უზენაესმა სასამართლომ და გამოაქვეყნა ინფორმაცია თუ რამდენი შუამდგომლობა შევიდა პირველი ინსტანციის სასამართლოებში სატელეფონო საუბრების ფარულად მიყურადებასა და ჩაწერაში. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ ასევე გამოაქვეყნა ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრი პირველი ინსტანციის სასამართლოების მიხედვით.

 შსს-ს ვებ გვერდის ხელმისაწვდომობა შშმ პირებისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი ვებ გვერდი ადაპტირებული გახადა უსინათლოთათვის და მხედველობა დაქვეითებული პირთათვის. ასევე დაამატა „ლაივ ჩათი“, სადაც მოქალაქეს საშუალება აქვს ონლაინ კონსულტაცია გაიაროს შსს-ს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.

 მომხმარებლის ხმა

IMG_5870იუსტიციის სახლებში განთავსებულია სპეციალური აპარატები, რომლის საშუალებითაც მოქალაქეს საშუალება აქვს დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება იუსტიციის სახლში არსებული პროდუქტების, მიმდინარე პროცესების შესახებ.

 საჯარო სამსახურში მიღების გამჭვირვალე და მიუკერძოებელი წესები

სრულდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ აღებული ეს ვალდებულებაც. მთავრობის დადგენილებით (#412) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი დადგინდა, 2015 წელს კი იგეგმება რამდენიმე ცვლილება კანონმდებლობაში. გარდა ამისა, დასაქმების საიტზე(hr.gov.ge) რამდენიმე ცვლილებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია ნახვა, თუ რამდენი განაცხადია შესული ერთ ვაკანსიაზე, ასევე საიტს დაემატა რეზიუმეს რედაქტირება და შეიქმნა საიტის მობილური ვერსია.

დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა

საჯარო სამსახურის ბიუროს ვალდებულებაა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა. უწყების ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა გარკვეული ხედვა, თუ რა მექანიზმი უნდა დაინერგოს დეკლარაციების გადასამოწმებლად. საკუთარ მოსაზრებებს ისინი 4 თებერვალს ჩანიშნულ ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე წარადგენენ და შემდეგ ამ საკითხზე დაინტერესებულ პირებთან დაიწყებენ მსჯელობას.

12საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის სისტემა

სამოქმედო გეგმის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურომ უნდა უზრუნველყოს ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის სისტემის განვითარება. როგორც ბიუროს წარმომადგენელი აცხადებს, არსებობს რამდენიმე პროგრამა, თუმცა გადაწყვეტილი არ არის ჯერ, თუ რომელი დაინერგება ყველა უწყებაში.

რეგიონების განვითარება საჯარო ბიბლიოთეკების განვითარების გზით

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ აღებული ვალდებულების თანახმად, 2014 წლის ბოლომდე 4 ბიბლიოთეკის ტრანსფორმაცია უნდა მომხდარიყო და მას საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციებიც შეესრულებინა. თუმცა, ჯერ ჯერობით, არც ერთი არ არის დასრულებული. სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, განახლებული ბიბლიოთეკების გახსნის პროცესი  ტექნიკური პრობლემების გამო დაგვიანდა და ორი მათგანი 2015 წლის იანვარში გაიხსნება.

განათლების სამინისტროს სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სახლში

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს კიდევ ერთი ვალდებულების შესრულება, რომლის თანახმად, მოქალაქეებს განათლების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ გაცემულonlineი დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია ერთ სივრცეში – იუსტიციის სახლში შეეძლებათ. ეს ვალდებულება სამოქმედო გეგმას ყველაზე ბოლოს, 2014 წლის სექტემბერში დაემატა და შესრულების თარიღად 2014 წლის ოქტომბერი მიეთითა. სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, თარიღი არასწორად განისაზღვრა და ეს ვალდებულება რეალურად 2015 წლის მაისიდან განხორციელდება. ასევე, გეგმის მიხედვით ხორციელდება ვალდებულება, რაც გულისხმობს ციფრული ხელმოწერისა და ონლაინ ავთენტიფიკაციის განვითარებას. პროექტის განხორციელება საშუალებას მისცემს მოქალაქეს ოფიციალური დოკუმენტები ელექტრონულად მიიღონ.

ჯერჯერობით არ შესრულებულა იუსტიციის სახლის ვალდებულებები, რომლის თანახმად, 2014 წლის ბოლომდე სამოგზაურო დაზღვევის პოლისის აღება იუსტიციის სახლში შესაძლებელი უნდა ყოფილიყო. სამოქმედო გეგმის თანახმად, მოქალაქეს ასევე უნდა ჰქონოდა საშუალება სახელმწიფო ქონების რეგისტრაცია ასევე იუსტიციის სახლში განეხორციელებინა. უნდა გახსნილიყო Just Drive, რაც საშუალებას მისცემდა პირს მანქანიდან გადაუსვლელად სპეციალურ ფანჯარასთან მიეღო სასურველი მომსახურება. იუსტიციის სახლში აცხადებენ, რომ ამ პროექტების განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

One thought on “OGP-ს ვალდებულებების შესრულების პროგრესი

  1. გამოხმაურება: OGP-მ ქეთი ცანავასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა | OGP - საქართველო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s