OGP-მ ქეთი ცანავასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა

kety tsanava

ქეთი ცანავა ფოტო: opengovpartnership.org

ღია მმართველობის პარტნიორობამ (OGP) საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა ინტერვიუ ქეთი ცანავასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელთან და ღია მმართველობა საქართველოს ეროვნულ კოორდინატორთან.

მასალაში „მთავრობის სახე“, ქეთი ცანავა მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, ღია მმართველობის პრინციპები მთავრობას მზადყოფნაში ამყოფებს, რომ მოუსმინოს მოქალაქეებს და მათ საჭიროებებს უპასუხოს. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება კი ამსხვრევს კედელს მათ შორის და ცვლის ხალხის ცხოვრებას. ამბობს, რომ OGP-სთვის საერთაშორისო დონეზე მუშაობა ამჟღავნებს იმ სიცარიელეებს, რომელსაც კიდევ სჭირდება შევსება გამჭვირვალე რეფორმებით.

„ჩვენ ვამაყობთ საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმით, რომელიც მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და საქართველოს მოსახლეობის ერთობლივი მუშაობის შედეგია. მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება ღია მმართველობის ფორუმის ფარგლებში ერთად განიხილავს ყველა ვალდებულებას, რაც საჯარო უწყებებს აქვთ აღებული, აგრეთვე ვმსჯელობთ რეკომენდაციებზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება წარადგენს,“ – განმარტავს ქეთი ცანავა.

ქეთი აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად იმ ვალდებულებით ამაყობს, რომლის ფარგლებშიც ცალკე უნდა გამოიყოს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი. „მე მჯერა, რომ ეს ნამდვილად მოუტანს მთავრობას განვითარების მაღალ დონეს“, – აღნიშნავს ქეთი ცანავა და იქვე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ვალდებულებას გამოყოფს, მათ შორის ელექტრონული პეტიციების პორტალის შექმნას, საზოგადოებრივი ცენტრების ჩამოყალიბებასა და საბიუჯეტო პროცესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მექანიზმის ჩამოყალიბებას.

დატოვე კომენტარი