,,ღია მმართველობის პარტნიორობის” ფორუმის მეთოთხმეტე შეხვედრა

14th meeting6 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროში ,,ღია მმართველობის პარტნიორობის” ფორუმის მეთოთხმეტე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამთავრობო ინსტიტუტების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) წარმომადგენლებმა, მათ შორის გამგეობის თავმჯდომარემ – ლევან ავალიშვილმა.

შეხვედრას ზურაბ სანიკიძე – ფორუმის მომხსენებელი და ქეთი ცანავა – ღია მმართველობა საქართველოს ეროვნული კოორდინატორი გაუძღვნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ღია მმართველობის პარტნირობის (OPG) მმართველი კომიტეტის სამუშაო შეხვედრის შესახებ, სადაც საქართველოს მთავრობას იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენდა.

მმართველი კომიტეტის შეხვედრა 2015 წლის 22-23 ივლისს გაიმართა სამხრეთ აფრიკაში და განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიც არის “OGP”-ის ბიუჯეტი და მისი განაწილება, ოქტომბერში დაგეგმილი საერთაშორისო ,,ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტი, რომელიც ქ. მეხიკოში, მექსიკაში ჩატარდება. ასევე, სამხრეთ აფრიკაში აირჩიეს მმართველი კომიტეტის სამი ახალი წევრი ქვეყანა: ჩილე, ინდონეზია და რუმინეთი, რომლებიც პოზიციას 2015 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიკავებენ.

მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე განიხილეს ავსტრალიის, თურქეთისა და აზერბაიჯანის ,,ღია მმართველობის პარტნიორობაში” ჩართულობის გაზრდის საკითხი. აღნიშნულ ინიციატივაზე საქართველოს წარმომადგენლობამ გამოთქვა მზაობა იმუშაოს აზერბაიჯანთან ერთად და გაუზიაროს მას მიღებული გამოცდილება.
ფორუმის მე-14 შეხვედრაზე განიხილეს ,,ღია მმართველობის პარტნიორობის” საქართველოს 2014 – 2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების თვითშეფასების შუალედური ანგარიშის მომზადების პროცესი. წარმოადგინეს სამოქმედო გეგმის შესრულების 2015 წლის I კვარტლის მონიტორინგის შემაჯამებელი შედეგები. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, სამოქმედო გეგმის 29 ვალდებულებიდან ამ დროისთვის მთლიანად შესრულებულია 6, მეტწილად შესრულებულია 15 და ნაწილობრივ 8.

მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში დონორთა მხარდაჭერის საკითხზე. განიხილეს დონორების დახმარების მნიშვნელობა იმ გამოწვევებისა თუ რისკების აღმოფხვრაში, რასაც საქართველო აწყდება სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s