„დასავლეთ ბალკანეთის დიალოგი“ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში

WesternBalkans2015 წლის 10-11 სექტემბერს, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, ალბანეთის ქალაქ ტირანაში, ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით „დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დიალოგი“. კონფერენციაში მონაწილეობა დასავლეთ ბალკანეთის (ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი, მაკედონია, კოსოვო, ბოსნია და ჰეროცოგოვინა), დიდი ბრიტანეთის, ხორვატიის, საქართველოს, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების სამთავრობო თუ კერძო სექტორის 400-მდე წარმომადგენელმა მიიღო.

აღნიშნული შეხვედრა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მთავრობებისა და სამოქალაქო სექტორის პირველი კოორდინირებული მუშაობა იყო ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში (OGP), რაც თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რაოდენ წარმატებულად ახერხებს OGP კერძო და სამთავრობო სტრუქტურების ერთი მიზნისთვის გაერთიანებას.

„დასავლეთ ბალკანეთის დიალოგის“ ჩატარება რეგიონისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო, რადგან ღია მმართველობის პარტნიორობის გაძლიერებისათვის რეგიონში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. კოსოვომ, 2014 წლის ივნისში გამოთქვა OGP-ის წევრობის სურვილი, ბოსნია და ჰერცეგოვინა კი, სექტემბერში შეუერთდნენ ღია მმართველობის პარტნიორობას.

WesternBalkasDialogueდასავლეთ ბალკანეთის OGP დიალოგი მიზნად ისახავდა მონაწილეების მიერ ერთმანეთისთვის გამოცდილებების გაზიარებას. შეხვედრაზე ისაუბრეს სამოქმედო გეგმების განხორციელების პროცესში წამოჭრილი პრობლემების მოგვარების ეფექტურ გზებსა და ღია მმართველობის გაძლიერების საკითხებზე. OGP ბალკანეთის დიალოგი ძირითადად, იმ ქვეყნებისთვის არის განკუთვნილი, სადაც ადამიანთა უფლებების და იმიგრაციის კუთხით სერიოზული პრობლემებია. კონფერენციაზე ასევე განიხილეს ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიც არის საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნა, საჯარო სერვისების გაუმჯობესება, კომუნიკაციის უსაფრთხო საშუალებები, კორუფციასთან ბრძოლის გზები, ბიუჯეტის ღიაობა, საკანონმდებლო გამჭვირვალობა და სხვა.

შეხვედრის მთავარი შედეგი კი, რეგიონალური ფორუმის დაარსება იყო, სადაც მონაწილეებს რეგულარულად შეეძლებათ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება. ეს პრაქტიკა კი, რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარებათ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s