ღია მმართველობის პარტნიორობამ თბილისში ჩატარებული კონფერენციის სრული ვიდეო ჩანაწერი გამოაქვეყნა

DSC891014-15 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის სასახლეში ჩატარდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი კონფერენცია სახელწოდებით: ,,ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები” (Committing to Openness: Parliamentary Action Plans, Standards, and Tools). კონფერენცია შედგა ღია მმართველობის პარტნიორობის მსოფლიო საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის (GLOW) ფარგლებში. მასში მონაწილეობას 32-მდე ქვეყნის უცხოელი დელეგატი, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ.

დაინტერესებული პირებისთვის, რომელთაც ვერ მოახერხეს აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება, ღია მმართველობის პარტნიორობა აქვეყნებს კონფერენციის სრულ ვიდეო ჩანაწერს, სადაც მოცემულია ყველა პანელური დისკუსიებისა და მოხსენებების ჩანაწერი ინგლისურ ენაზე.

კონფერენციას ორგანიზებას უწევდა: საქართველოს პარლამენტი, OGP-ის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფი (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და ჩილეს კონგრესი), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), აშშ-ს საერთაშორისო დახმარების სააგენტო (USAID), ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (EU), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s