IDFI-ს დირექტორმა მონაწილეობა მიიღო რეგიონულ კონფერენციაში – ღია პარლამენტები, მოქალაქეთა ჩართულობა

24-26 თებერვალს სლოვაკეთში გაიმართა კონფერენცია ღია პარლამენტისა და მოქალაქეთა ჩართულობის თემაზე. კონფერენციას ესწრებოდნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი და დეპუტატი – ღია და გამჭვირვალე მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე გუგული მაღრაძე. მათ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება გააცნეს და ისაუბრეს საქართველოს საკანონმდებლო ღიაობის პროგრესზე ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში.


კონფერენცია ,,ღია პარლამენტები, მოქალაქეთა ჩართულობა“ აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორების ინიციატივით კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016 დაურიგდათ. აღნიშნული სამოქმედო გეგმა 18 ვალდებულებას მოიცავს, რომელიც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, მოქალაქეთა ჩართულობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომის პრინციპებს ემყარება და საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციული ჯგუფისა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის თანამშრომლობით შემუშავდა. ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი იყვნენ 14 არასამთავრობო და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაცია.
გიორგი კლდიაშვილმა და გუგული მაღრაძემ საქართველოს გამოცდილებაზე შემდეგ სესიებში ისაუბრეს: საკანონმდებლო ღიაობის სამოქმედო გეგმები და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის მექანიზმები, და საკანონმდებლო პროცესებში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მექანიზმები.

 

გიორგი კლდიაშვილმა კონფერენციაზე განიხილა OGP-ში საქართველოს წარმატებული ჩართულობისა და პარლამენტის ღიაობის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო სექტორისა და პარლამენტის თანამშრომლობა. მან ყურადღება გაამახვილა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესსა და განხორციელების ეტაპზე. გიორგი კლდიაშვილმა ასევე მიმოიხილა საქართველოში საპარლამენტო ღიაობის უზრუნველყოფის პერსპექტივები და ამ მიზნით განსახორციელებელი ნაბიჯები.

 

გუგული მაღრაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ნების არსებობას, რათა წარმატებით და აქტიურად განხორციელდეს სამოქმედო გეგმა. დეპუტატმა ისაუბრა ახლადშექმნილი ღია და გამჭვირვალე მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს არსებობის მნიშვნელობაზე საპარლამენტო ღიაობის სამომავლო განვითარებისთვის.
ამჟამად, IDFI ახორციელებს პროექტს ,,საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში,“ რომელიც ევროკავშირისა და UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ღია და გამჭვირვალე მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა. საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე არის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), რომელიც საკონსულტაციო ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობაში და ქვეყნის შიგნით და გარეთ გამართულ ღონისძიებებში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s