ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებებზე იმსჯელა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 2016 წლის 2 მარტს, „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის მეჩვიდმეტე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ფორუმის წევრი საჯარო უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) წარმომადგენლებმა, მათ შორის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, პროექტის კოორდინატორმა საბა ბუაძემ და საპარლამენტო მდივანმა დავით მაისურაძემ. შეხვედრას გაუძღვნენ ფორუმის თანამომხსენებლები ზურაბ სანიკიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი და IDFI-ის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი.


შეხვედრაზე მონაწილეებმა ძირითადად განიხილეს 2016-2017 წლების ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესაძლო ვალდებულებები და ფორუმის ახალი მონაწილეების დამატების საკითხი.
ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესაძლო ვალდებულებებად დასახელდა საჯარო სამსახურის ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების ელექტრონული ანბანურ-სახელობითი და თემატური კატალოგების შექმნა, სსიპ „112“-ის მობილური აპლიკაციის შექმნა, ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბება, პირადობის ელექტრონული მოწმობის ფუნქციონალური დახვეწა, გენეალოგიის კვლევის სისტემის შექმნა, მომხმარებლის ხმის პროექტის ფარგლებში ონლაინ აპლიკაციის შექმნა და სხვა ვალდებულებები.
ამავდროულად შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე როგორიცაა ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით ჩასატარებელი საჯარო კონსულტაციების დაგეგმვა და განიხილეს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ბოლო ორი თვის მონიტორინგის შედეგები.
ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, რომ 14 მარტის ჩათვლით წარმოადგინონ ახალი ვალდებულებები და მოითხოვონ ფორუმის წევრებად ახალი უწყებების დამატება.
საქართველომ „ღია მმართველობა საქართველოს“ მესამე სამოქმედო გეგმა „ღია მმართველობის პარტნიორობას“ 2016 წლის ივნისის ბოლოს უნდა წარუდგინოს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s