IDFI-ს სარეკომენდაციო ვალდებულებები 2016-2017 წლების ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა დაიწყო ფორუმის მონაწილე სამთავრობო უწყებებისგან და სამოქალაქო საზოგადოებისგან 2016-2017 წლების ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმისთვის ახალი ვალდებულებების შემუშავება.

კერძოდ, ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ 14 მარტის ჩათვლით წარმოედგინათ სარეკომენდაციო ვალდებულებები და ამავდროულად მოეთხოვათ ფორუმის წევრებად ახალი უწყებების დამატება. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI), რომელიც იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტთან ერთად არის ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის თანამომხსენებელი, ფორუმის წევრებს წარუდგინა სარეკომენდაციო ვალდებულებები და გააცნო უწყებების ჩამონათვალი, რომელთა დამატება კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის ფორუმის საქმიანობას.

IDFI-ს შეთავაზებაა OGP-ს ფორუმს დაემატოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო (რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა კონკრეტული ვალდებულებით შეუერთდეს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმას), საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი, სსიპ კონკურენციის სააგენტო, სს „საქართველოს რკინიგზა“, კანონით „თავისუფლების ქარტია“ გათვალისწინებული კომისია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია, სს „საპარტნიორო ფონდი“, სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“ და მუნიციპალიტეტები, რომლებიც პილოტურ რეჟიმში გამოთქვამენ მზადყოფნას გაიზიარონ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების პრაქტიკა საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას, მოქალაქეთა ჩართულობასა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებასთან დაკავშირებით.

IDFI მიიჩნევს, რომ აუცილებელია ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმას დაემატოს დასახელებული პასუხისმგებელი უწყებები, რაც ხელს შეუწყობს OGP-ს პრინციპებისა და ღირებულებების გავრცელებას აღმასრულებელ ხელისუფლებაში. 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაში ჩართული იყო მხოლოდ 16 პასუხისმგებელი უწყება.

IDFI-მ ასევე მოამზადა სარეკომენდაციო ვალდებულებების კონცეფცია, რომელთა ასახვა ახალ სამოქმედო გეგმაში ხელს შეუწყობს ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების დანერგვას. კერძოდ, დასახელებული ვალდებულებები უკავშირდება საჯარო სამსახურის ბიუროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს მთავარ პროკურატურას და სხვა უწყებებს. ასევე, ვალდებულებების თანახმად, უნდა დაინერგოს კორპორაციული გამჭვირვალობის სტანდარტები, უნდა მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივაში (EITI), დანაშაულის პრევენციის მიზნით შეიქმნას და განვითარდეს საზოგადოებრივი ჩართულობის საბჭოები, ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ფორუმის წევრებად მოწვეულ იქნენ მუნიციპალიტეტები, ასევე, დაინერგოს უკეთესი ღიაობის სტანდარტები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებისთვის. ზემოთ აღნიშნულის გარდა, IDFI-ს მიერ შემუშავებული სარეკომენდაციო ვალდებულებები სხვა საკითხებსაც ასახავს, რაც შესაბამისობაში ღია მმართველობის პრინციპებთან და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისათვის უკეთესი საჯარო სერვისის შეთავაზების უზრუნველყოფას.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s