საკონსულტაციო ჯგუფმა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ვალდებულებებზე იმსჯელა

11 აპრილს გაიმართა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. საკონსულტაციო ჯგუფმა წარმოადგინა და იმსჯელა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების განხორციელებისთვის პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე.
შეხვედრა გახსნეს:
1. ევროკავშირის (EU) წარმომადგენლობა საქართველოში პროგრამის მენეჯერმა სოფი გერიშიმ;
2. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თბილისის ოფისის დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ;
3. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა.


მათ მადლობა გადაუხადეს საკონსულტაციო ჯგუფს პროექტის მიმდინარეობაში აქტიური ჩართულობისთვის და აღნიშნეს პარლამენტისთვის სამოქმედო გეგმის შესრულების და პროცესის განგრძობადობის მნიშვნელობა. ლევან ავალიშვილმა ჯგუფს მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდა, რამდენადაც მიმდინარე წელს სამოქმედო გეგმის შესრულება პარლამენტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, და დამსწრეებს სთხოვა 25-26 აპრილს დანიშნულ საბჭოსა და ჯგუფის ერთობლივი შეხვედრისთვის მომზადება.
ამის შემდეგ, IDFI-ს საპარლამენტო მდივანმა დავით მაისურაძემ წარადგინა ინსტიტუტის მიერ მომზადებული პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი. პროექტი მიზნად ისახავს IDFI-ის მიერ ინიცირებული ვალდებულებების (იხილეთ სამოქმედო გეგმა) განხორციელებას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს:
• ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ შემუშავებული საქართველოს პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის სამუშაო ვერსია;
• საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფცია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა წარადგინა;
• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული რეგლამენტის ცვლილებების პროექტი;
• საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ წარმოდგენილი კონცეფციები.
საკონსულტაციო ჯგუფი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებს აერთიანებს. მისი მოვალეობაა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს ფუნქციონირების ხელშეწყობა. IDFI გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საპარლამენტო საბჭოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებაში. IDFI კოორდინირებას უწევს საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობას.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s