OGP ფორუმის წევრი ორგანიზაციების მიმართვა კონსტატინე კუბლაშვილს

 Image

“ღია მმართველობა საქართველოს” ფორუმში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვასაქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს  ბ-ნ კონსტანტინე კუბლაშვილს

 

 

ბატონო კონსტანტინე,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership – OGP) სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი. სამოქმედო გეგმის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანო და დაწესებულება იღებს ვალდებულებას, უფრო ღია, გამჭვირვალე და მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებული გახადოს თავისი საქმიანობა. საქართველოს უზენაესი სასამართლო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ამ პროცესის მონაწილეა.

სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა შეიმუშავეს რეკომენდაციათა პაკეტი – დასაბუთება და ჩამონათვალი იმ ვალდებულებებისა, რომელთა განხორციელების შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოები უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახდებიან. რეკომენდაციებს შორისაა სასამართლოს მიერ ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება გარკვეული პერიოდულობით. სასამართლოს მიერ ხსენებული სტატისტიკის გამოქვეყნების შემთხვევაში, საზოგადოებას საშუალება ექნება, მიიღოს ინფორმაცია ფარული მიყურადების რა რაოდენობის მოთხოვნებით მიმართავენ შესაბამისი ორგანოები სასამართლოს და რა რაოდენობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს სასამართლო. უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელს, რომელიც ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების განხილვებს ესწრებოდა, ჯერ-ჯერობით არ გამოუხატავს სასამართლოს ოფიციალური პოზიცია ამ ვალდებულების აღებაზე.

საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, ვფიქრობთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფარული მიყურადების მიმართ არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. მნიშვნელოვანია, რომ ფარული მიყურადების შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემურობა დადასტურებულია შესაბამისი კვლევებით. ფარული მიყურადების პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხების დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობაზე საკუთარ ანგარიშში გაამახვილა ყურადღება თომას ჰამარბერგმაც – საქართველოში ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმისა და ადამიანის უფლებების საკითხებში.

მნიშვნელოვანია, აგრეთვე, აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 2013 წლის 17 დეკემბერს, მსოფლიომასშტაბით 100-ზემეტმაარასამთავრობოორგანიზაციამ (მათ შორის საქართველოდან), საჯარო მიმართვა გაავრცელა ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანა-თავმჯდომარეების, მუდმივმოქმედი კომიტეტისა და OGP-ის წევრი ქვეყნების  სახელზე. საჯარო მიმართვა  მსოფლიო მასშტაბით მიყურადების არაპროპორციულ პრაქტიკას და გამჭვირვალობის ეფექტურ უზრუნველყოფის მოთხოვნას უკავშირდებოდა. მიმართვის ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია კი OGP-ისწევრიქვეყნებში  ფარულ მიყურადებაზე საზოგადოებრივიზედამხედველობისმექანიზმების გაუმჯობესება იყო. სწორედ ამ კონტექსტში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს სასამართლო ხელისუფლებამ უზრუნველყოს ასეთი სტატისტიკური მონაცემების საჯაროობა.

მიგვაჩნია, რომ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია, ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია მარტივად დაამუშავოს და პროაქტიულად გამოაქვეყნოს გარკვეული პერიოდულობით, საუკეთესო შემთხვევაში, ყოველ სამ თვეში. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება არ იძლევა ინფორმაციას ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიების შინაარსის შესახებ და მისი გასაჯაროებით ვერ მოხდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების თაობაზე საიდუმლო მონაცემების იდენტიფიცირება. ამავე დროს, ამ ტიპის მონაცემების საჯაროობა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებას, გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში.

გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ თქვენთან და სხვა შესაბამის უწყებებთან საკითხის დროულად და ეფექტურად გადასაწყვეტის მიზნით.

ფორუმის წევრი არასამთვრობო ორგანიზაციები:

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო
  • ჯამპსტარტჯორჯია
  • ეკონომიკური პოლიტიკისა კვლევის ცენტრი
  • ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის

OGP –ის მხარდამჭერი სამოქალაქო ორგანიზაციები საჯარო მიმართვას ავცელებენ

2013 წლის 17 დეკემბერს, მსოფლიო მასშტაბით 100-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI), საჯარო მიმართვა გაავრცელა ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანა-თავმჯდომარეების, მუდმივმოქმედ კომიტეტისა და OGP-ის წევრი ქვეყნების  სახელზე.

საჯარო მიმართვა მსოფლიო მასშტაბით მიყურადების არაპროპორციულ პრაქტიკას და გამჭვირვალობის ეფექტურ უზრუნველყოფის მოთხოვნას უკავშირდება.  ,,დამკვიდრებული პრაქტიკა ძირს უთხრის ძალაუფლების გადანაწილების პრინციპს, რაზეც დამყარებულია ანგარიშვალდებულება და საფრთხეს უქმნის გამოხატვის, ინფორმაციისა და გაერთიანების თავისუფლებას. აღნიშნულის გარეშე კი ღია მმართველობის იდეალები კარგავს მნიშვნელობას“, ნათქვამია ხელისმომწერთა მიმართვაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლების ,,ღია მმართველობა პარტნიორობის“ ინიციატივის მიზნებს იზიარებენ, საჯარო განცხადებით გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას მიყურადების მასიურად გავრცელებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რაც ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ ძირითად პრინციპებს უქმნის  საფრთხეს.

საქართველოში არაკანონიერი მიყურადების ტენდენციები მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს და სენსიტიურ საკითხებს უკავშირდება. IDFI-ი სრულად იზიარებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს და იმედოვნებს, რომ საქართველოს ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამოქმედო გეგმაში იქნება გათვალისწინებული.

საჯარო მიმართვის ხელისმომწერნი გადაწყვეტილების მიმღებებს კონკრეტულ რეკომენდაციებს უწევენ:

  • აღიარონ პირადი სივრცისა და ადამიანის უფლებების არსებული კანონმდებლობის გადახედვის საჭიროება, რათა მოხდეს მათი მოდერნიზება იმგვარად, რომ ასახოს თანამედროვე სამეთვალყურეო ტექნოლოგიები;
  • 2014 წლის ოქტომბრისთვის დაასრულონ ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში აღებული ვალდებულება და გადახედონ ეროვნულ კანონმდებლობებს, რათა დაიგეგმოს ისეთი რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწოფოს მხრიდან კანონიერ და პროპორციულ ზედამხედველობას; უზრუნველყონ პრესის თავისუფლება და დაიცვან ის მამხილებლები, რომლებიც კანონის ფარგლებში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მცდელობებს  ხდიან საჯაროს;
  • უზრუნველყონ OGP-ის სამოქმედო გეგმებით გაწერილი ზედამხედველობის მექანიზმების, მიყურადების ტექნოლოგიების გავრცელების,  მიყურადების ტექნოლოგიების განხორციელებისთვის ხელშეწყობისა და სახელმწიფოთა შორის მოქალაქეების მონაცემთა გაცვლის გამჭვირვალობა;

მიმართვაზე ხელისმომწერნი სთხოვენ მუდმივმოქმედ კომიტეტს, დროულად განიხილოს მათ მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და შესაბამისად გათვალისწინებული იქნეს ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების სამოქმედო გეგმებში.