ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

20479768_1507741055949666_2578013831387649745_n2017 წლის 2 აგვისტოს, თბილისში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი „საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისთვის ახალი ვადების განსაზღვრა და დამტკიცება იყო.

ამასთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) წარმოადგინა „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების და „გაეროს განვითარების პროგრამის“ (UNDP) წარმომადგენლებთან თანამშრომლობით იქნა შემუშავებული.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები:

– ირინა ფრუიძე – ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე;

– ეკა ბესელია – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; და

– კახაბერ კუჭავა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები:

– გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP);

– ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);

– GIZ საქართველო;

– ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); და

– საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI).

საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ვადების შეცვლა განპირობებულია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მოთხოვნით, რათა მოხდეს საპარლამენტო ღიაობიდან გამომდინარე ვალდებულებების საქართველოს ეროვნულ გეგმაში ასახვა და შემდგომ პარლამენტის მიერ საქართველოს მთავორბის მიერ OGP-ის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობა.

ირინა ფრუიძის განცხადებით, პარლამენტის საქართველოს ღია მმართველობის ნაწილად აღიარების მიზნით, აუცილებელია საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმისა და ქვეყნის ეროვნული გეგმის გაერთიანება. მისი თქმით, იმის გამო, რომ საპარლამენტო ღიაობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ვადები არ ემთხვევა ეროვნული გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადებს, აუცილებელია საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის გაყოფა, რათა ვალდებულებების ნაწილი 2017 წელს, ხოლო ნაწილი 2018 წელს შესრულდეს.

ამასთან, შეხვედრაზე შეკრებილები შეთანხმდნენ, რომ 2018 წლის დასაწყისში მომზადდება საპარლამენტო ღიაობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაერთიანდება, როგორც 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული, ისე ახალი ვალდებულებები, რომელთა შემუშავებაზე საბჭო და მისი საკონსულტაციო ჯგუფი ერთობლივად იმუშავებენ.

2018 წელს შემდეგი ვალდებულებების შესრულება იგეგმება:

– პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის პლატფორმის შექმნა და ტესტირება, აგრეთვე პლატფორმის ამოქმედება;

– პარლამენტის ვებგვერდზე საკანონმდებლო ინიციატივაზე ელექტრონულად ხელმოწერის მექანიზმის შექმნა;

– კანონშემოქმედებით პროცესში საჯარო კონსულტაციების ჩატარების წესისა და ფორმების მიღება;

– საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე მოქალაქეების მიერ დაფიქსირებულ კომენტარებზე უკუგების მექანიზმის პრაქტიკაში ამოქმედება;

– საქართველოს პარლამენტის მიერ შშმ პირებისთვის მომსახურების მიწოდების პილოტირება;

– შშმ პირებისთვის საქართველოს პარლამენტში ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლება;

– ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ (OGP) ცნობიერების ამაღლება;

– „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის“ განხილვა და დამტკიცება პარლამენტის მიერ;

– პარლამენტის ყოველწლიური სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება;

– კანონპრეოქტის პირველად ტექსტში განხილვის შედეგად შეტანილი ცვლილებების ხილვად ფორმატში ასახვა და ვებგვერდზე გამოქვეყნება;

– პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და შესაბამისი ცვლილებების პარლამენტის რეგლამენტში შეტანა;

– პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვა;

– 10 დეკემბრის ანგარიშების ელექტრონულად წარდგენისა და მონიტორინგის სისტემის კონცეფციის ტექნიკური დავალების შემუშავება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პარლამენტის ვებგვერდზე;

– პარლამენტის არსებული კენჭისყრის შედეგების ვებპორტალის დახვეწა;

– პარლამენტის ვებგვერდის განახლებული სტრუქტურის შემუშავება;

– პარლამენტის ახალი ვებგვერდის მაკეტის შექმნა;

– პარლამენტის ვებგვერდის მართვის ერთიანი სისტემის შემუშავება.

ამ ვალდებულებების შესრულების ახალი ვადები იხილეთ ბმულზე.

IDFI-ის მიერ წარმოდგენილი პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში შესატანი ცვლილებების პროექტი მიზნად ისახავს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ორი ვალდებულების შესრულებას: ვალდებულება 2.1 („პარლამენტის ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის გაფართოება“) და ვალდებულება 2.4 („საქართველოს პარლამენტის მიერ ანგარიშის მოსმენისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევი პირების საკომიტეტო მოსმენების თაობაზე ინფორმაციის ვებგვერდზე დროულად განთავსება, შესაბამისი კომიტეტის სხდომის ვიდეო ოქმის მომზადება და გამოქვეყნება“). შეხვედრაზე შეკრებილებმა განიხილეს ბრძანებაში შესატანი ცვლილების პროექტი და შეთანხმდნენ, რომ იგი საქართველოს პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დაიხვეწება.
2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასევე შექმნილია საქართველოს პარლამენტის წევრებისგან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ღია მმართველობის პარტნიორობის სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დარგობრივად მუშაობენ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაზე. მაგალითისთვის, როგორც ირინა ფრუიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა და ჩამოაყალიბა ეთიკის კოდექსის საბოლოო ვერსია, რომლის წარდგენა პარლამენტისთვის მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.

შეხვედრაზე შეკრებილებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან არსებულ საკონსულტაციო ჯგუფში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გაერთიანებას. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივნის, ეკატერინე ფოფხაძის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად ჩაერთვება სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში და ხელს შეუწყობს საქართველოში საპარლამენტო ღიაობის და OGP-ის პრინციპების დამკვიდრებას.

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ IDFI-ისთან თანამშრომლობით.

OGP-ის შესახებ სემინარი საქართველოს უნივერსიტეტსა და GIPA-ში გაიმართა

DSCN0174ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP)  შესახებ მორიგი ვორქშოფი საქართველოს უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) გამართა.

21 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს OGP-ის მუშაობის მექანიზმზე მის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ესაუბრა. მან დეტალურად მიმოიხილა ყველა ვალდებულება, რომელიც საქართველომ 2014- 2015 წლებში ეროვნული სამოქმედო გეგმის თანახმად უნდა შეასრულოს.

სტუდენტებმა განსაკუთრებული აქცენტი თანამედებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის სისტემის შექმნის ვალდებულებაზე გააკეთეს და სპიკერს დეტალურად ახსნა მოსთხოვეს, თუ როგორ იქნება შესაძლებელი ამ მექანიზმის ჩამოყალიბება და ეფექტური გამოყენება.

საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში შესასრულებელი დავალებების შესახებ მსჯელობა უკვე 29 ოქტომბერს GIPA-ს სტუდენტებთან გაიმართა. IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილმა დეტალურად განიხილეს ყველა ის პროექტი, რომელიც 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში უკვე განხორციელდა და რაც 2014-2015 წლებში უნდა განხორციელდეს.

სტუდენტებმა იმსჯელეს ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობაზე, რა ტიპის ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის და რა შეიძლება გასაიდუმლოვდეს.

როგორც გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა, ინფორმაციის თავისუფლება მთავრობის ანგარიშვალდებულების ნაწილია.

„ხელისუფლება ვალდებულია ხალხს ჩააბაროს ანგარიში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. მოსახლეობამ უნდა იცოდეს რატომ უხდის მთავრობას ფულს. სწორედ ერთი მხრივ მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას და მეორეს მხრივ ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად OGP”, – თქვა გიორგი კლდიაშვილმა.

ვორქშოფები USAD-ის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში იმართება.

OGP-ის შესახებ სემინარები რეგიონებში გაიმართა

DSCN0051ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ სემინარები “რეგიონებში გამართა. 13 ოქტომბერს სამცხე ჯავახეთის სახემლწიფო უნივერსიტეტში IDFI-ს გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი და დირექტორი გიორგი კლდიაშვილი სტუდენტებს პარტნიორობის მიზნებსა და გამოწვევებზე ესაუბრნენ. დეტალურად განუმარტეს 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებები, რაც საქართველომ უნდა შეასრულოს.

OGP –ის შესახებ საუბარი მომდევნო დღეს ბიბლიოთეკარებთან ყვარელში გაგრძელდა. IDFI მოხალისეობრივად ჩართულია IREX-ის მიერ დაფინანსებული Beyond Access პროგრამაში, რომელიც მუშაობს მსოფლიო მაშტაბით, რათა ხელი შეუწყოს ბიბლიოთეკების როლს განვითარების პროცესში. ბიბლიოთეკების ტრანსფორმაციას ეხება OGP-ის ფარგლებში აღებული ერთერთი ვალდებულებაც. იუსტიციის სამინისტროს ტრენინგ ცენტრში შეკრებილმა ბიბლიოთეკების წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ვალდებულებებზე გააკეთეს.

გიორგი კლდიაშვილმა აუხსნა, რომ ეს ვალდებულება გულისხმობს საჯარო ბიბლიოთეკების გამოყენებას ახალი დანიშნულებით: ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად, ბიბლიოთეკები შეიძენს საზოგადოებრივი ცენტრის
ფუნქციებს. საზოგადოებრივ ცენტრებთან ერთად, ბიბლიოთეკები იქნება დამატებითი  საშუალება, სოფლის მოსახლეობის და ადგილობრივი თვითმმართველობის  შესაძლებლობების გაზრდის ხელშესაწყობად. გადამზადებული ბიბლიოთეკარები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ინტერნეტი, კომპიუტერული ტექნიკა,
ახალი წიგნები) აღჭურვილ ბიბლიოთეკებში მომსახურებას გაუწევს საზოგადოებას.

ღია მმართველობის მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. შეხვედრა 16 ოქტომბერს ქუთაისში შედგა. როგორც გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა, თუ მთავრობა არ უსმენს მოსახლეობას, ის ვერ იქნება წარმატებული. მან აქცენტი მმართველობით პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობაზე გააკეთა აქცენტი.

სტუდენტები დაინტერსდნენ, რამდენად არის შესაძლებელი, რომ მთავრობამ ხელი შეუწყოს საკუთარ საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართვას, არის თუ არა ეს მის ინტერესსში და გამოითქვა მოსაზრება, რომ საზოგადოების გააქტიურება არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანი უნდა იყოს. მის საპასუხოდ IDFI-ს დირექტორმა განაცხადა:

“მთავრობას აქვს უფრო მეტი რესურსი მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად, ვიდრე მოქალაქეს, იმ ქვეყანაში, რომლის მთავრობასაც არ სურს პროცესები ღია გახადოს. თუ ხელისუფლებას არ აქვს ნება, რომ მაგალითად საბიუჯეტო პროცესებში საზოგადოება ჩართოს, მოქალაქე ამას ვერ მოახერხებს. ამიტომაც სწორედ მთავრობა უნდა ზრუნავდეს მმართველობით პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდას”

OGP-ის შესახებ სემინარები მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება. ვორქშოფები USAD-ის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში იმართება.

OGP-ის შესახებ ჟურნალისტებისთვის სემინარი გაიმართა

DSCN9962“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ თბილისში ბაზირებული მედიასაშუალებებისთვის სემინარი 11 ოქტომბერს გამართა. IDFI -ის გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილმა და ღია მმართველობა საქართველოს ეროვნულმა კოორდინატორმა ქეთევან ცანავამ მონაწილეებს პარტნიორობისა ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობაზე ინფრომაცია მიაწოდეს.

ღია მმართველობა საქართველოს 2012-2013 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში უკვე შესრულებულ ვალდებულებებიდან ჟურნალისტებმა აქცენტი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზე გააკეთეს. მათი თქმით, დღეს სხვადასხვა უწყებას განსხვავებული სტანდარტი აქვს ინფორმაციის მოთხოვნაზე, ზოგი მათგანი წერილის დასკანერებულ ვარინტს ითხოვს, სამინისტროების ნაწილისგან კი ვებ გვერდზე მხოლოდ შესაბამისი ველების შევსებაა საჭირო. გარდა ამისა, რიგი უწყებები რეგისტრაციის ნომერს არ აწვდის მომთხოვნს, რაც ქმნის სირთულეს პასუხის ვერმიღების შემთხვევაში.

ჟურნალისტთა მოსაზრებები გაიზიარეს სპიკერებმა და აღნიშნეს, რომ აუცილებელია, ყველა უწყებას ერთიანი სტანდარტი ჰქონდეს საჯარო ინფორმაციის გაცემისას.

2014-2015 წლებში შესასრულებელი ვალდებულებებიდან კი მედიის განსაკუთრებული ყურადღება თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის სისტემის შექმნაზე გაამახვილეს. დაინტერესდნენ რა ტიპის მექანიზმი უნდა ჩამოყალიბდეს ინფორმაციის გადასამოწმებლად და შესაბამის უწყებას ექნება თუ არა თანამდებობის პირთა საბანკო ანგარიშებზე წვდომა. როგორც ლევან ავალიშვილმა განაცხადა, ეს დეტალები ჯერ არ გადაწყვეტილა. საუბარია იმაზე, რომ საწყის ეტაპზე საჯარო სამსახურის ბიურო გადაამოწმებს შესულ ინფორმაციას, დარღვევის ან შეუსაბაობის შემთხვევაში კი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს.

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, ვრცლად ისაუბრეს პეტიციების პორტალის შექმნასა და ზოგადად მოქალაქეთა ჩართულობაზე მიმდინარე პროცესებში.

როგორც ლევან ავალიშვილმა აღნიშნა, სემინარების მიზანიც სწორედ ისაა, რომ გაძლიერდეს მონიტორინგი მთავრობის მიერ ვალდებულებების შესრულებისას.

„მედია უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, გაავრცელოს ინფორომაცია, გააშუქოს და გაუწიოს მონიტორინგი დაგეგმილი პროექტების განხორციელებას. ეს ხელს შეუწყობს ვალდებულებების მაღალი სტანდარტით შესრულებას“, – თქვა ლევან ავალიშვილმა.

ქეთევან ცანავამ კი ხაზი გაუსვა სამოქმედო გეგმის შემუშავებისას ხელისუფლებისა და საზოგადოების თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ OGP-ის მთავარი უპირატესობაა ისაა, რომ ვალდებულებებს უწყებები სწორედ სამოქალაქო საზოგადოების და საჯარო კონსულტაციების შემდეგ იღებენ.

„OGP-ის მთავარი პრინციპი ისაა, რომ თითოეული ვალდებულება მოქალაქის მოთხოვნას უნდა პასუხობდეს. სწორედ ამიტომ გეგმის შემუშავებისას მიდის აქტიური თანამშრომლობა საზოგადოებასთან. საერთო ჯამში კი ყველა ვალდებულების მთავარი მიზანია გაუმჯობესდეს ღია მმართველობა“, – განაცხადა ქეთევან ცანავამ. მანვე სემინარის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია OGP-ის მმართველი კომიტეტის 25 სექტემბრის სხდომის შესახებ, სადაც საქართველო უკვე წევრის სტატუსით იღებდა მონაწილეობას. მმართველ კომიტეტში საქართველო მიმდინარე წელს აირჩიეს, ქვეყანას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარმოადგენს.

11 ოქტომბერს გამართული სემინარი უკვე მეშვიდე ვორქშოფია, რომელსაც IDFI ატარებს. პროექტი USAID-ის დემოკრატიული მმართველობა პროგრამის (G-3) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

OGP-ის შესახებ სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სემინარი გაიმართა

DSCN9850ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 4 ოქტომბერს სტუდენტებთან ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ მორიგი ვორქშოფი გამართა. შეხვედრა, რომელიც „კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრის” საკონფერენციო დარბაზში შედგა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრა გაიმართა USAD-ის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს IDFI-ის პროექტის „ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება“ ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებში, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტებში ელ-ჩართულობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ თავად დააკვირდნენ ხელისუფლების საქმიანობას და მოამზადონ ბლოგ-პოსტი საკუთარი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე. OGP-ის თემაზე გამართული სემინარი კი სტუდენტებისთვის მთავრობის საქმიანობის დაკვირვებისთვის დამატებითი პლატფორმის შეთავაზების შესაძლებლობას წარმოადგენდა.

სამუშაო შეხვედრის განმავლობაში IDFI-ის დირექტორმა და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის თანათავმჯდომარემ, გიორგი კლდიაშვილმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია OGP-ის სტრუქტურის, მიზნებისა და გამოწვევების შესახებ. აუხსნა რა პრინციპით იმართება და რა საკითხები განიხილება რეგიონულ და წლიურ სამიტებზე. აგრეთვე აჩვენა ვიდეო კლიპები, რომელიც პარტნიორობის განვითარებას და შედეგებს ასახავს.

სტუდენტები დაინტერესდნენ რა ბერკეტები აქვს OGP-ს იმ შემთხვევაში თუ ქვეყნები აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებენ. გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ თავად პარტნიორობაში გაერთიანება ნებაყოფლობითია, ვალდებულებებსაც სახელმწიფოები საკუთარი სურვილით იღებენ, შესაბამისად შესრულებაც ინტერესებში შედის. გარდა ამისა, არსებობს კრიტერიუმები, რომელსაც წევრი ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ, სხვა შემთხვევაში შესაძლოა გარიცხვის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.

IDFI-ის დირექტორის თქმით, პარტნიორობა მიმართულია მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებისკენ, ამიტომ თავად მოქალაქეები უნდა იყვნენ აქტიურად ჩართულები ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის პროცესში.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს აგრეთვე იმაზე, როგორ შეიძლება საზოგადოებაში ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ ინფორმაციის უფრო მეტად გავრცელება, რომ გაიზარდოს პროცესში ჩართულ ადამიანთა რიცხვი.

ვორქშოფისას დეტალურად განიხილეს 27 ვალდებულება რომელიც 2014-2015 წლებში OGP-ის სამოქმედო გეგმის ფარგლებში 16-მა სახელმწიფო უწყებამ უნდა შეასრულოს.

OGP -ის შესახებ სემინარი თსუ-ში

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 30 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ სემინარი გამართა. შეხვედრა  USAD-ის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შედგა.

IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი შეხვედრის მონაწილეებს პარტნიორობის მნიშვნელობაზე, მიზნებსა და გამოწვევებზე ესაუბრა. მანვე აუხსნა, რა ტიპის ვალდეულებებს იღებენ უწყებები OGP-ის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. მიმოიხილა უკვე განხორციელებული პროექტები და დეტალურად გააცნო ის ცვლილებები რაც 2014-2015 წლების განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამდებობის პირთა დეკლარაციებზე. დაინტერესდნენ რა მექანიზმები შეიძლება შეიქმნას იმისათვის რომ დადგინდეს რამდენად კეთილსინდისიერად ივსება დეკლარაციები, როგორ უნდა მოხდეს მისი გადამოწმება.

საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო იმას, თუ როგორ შეუძლია რიგით მოქალაქეს ჩაერთოს ისეთი საკითხების განხილვაში როგორიც მაგალითად ბიუჯეტის დაგეგმვაა. გიორგი კლდიაშვილმა სტუდენტებს აუხსნა რას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება და როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს საკუთარი აქტიურობითა და ჩართულობით გავლენა მოახდინონ მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიღების პროცესში.


ლიბცენტრის სტუდენტებისთვის OGP-ის შესახებ სემინარი გაიმართა

10715690_10202530732935508_930565531_nინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილმა ლიბცენტრის სტუდენტებისთვის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ სემინარი გამართა. შეხვედრა USAD-ის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შედგა.

24 სექტემბერს გამართულ შეხვედრას ლიბცენტრის როგორც ძველი, ისე ახალი წევრები ესწრებოდნენ. ლევან ავალიშვილმა ყურადღება გაამახვილა ღია მონაცემების მნიშვნელოვაბსა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საჭიროებაზე, შეხვედრის მონაწილეებს აუხსნა თუ როგორ შეუძლიათ დაამუშავონ მონაცემები და ამ გზით აკონტროლონ ხელისუფლება

DSC_0101.

IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარემ სტუდენტებს განუმარტა თუ როგორ მუშაობს ღია მმართველობის პარტნიორობა, რა პროექტები განახორციელა მთავრობამ წინა სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ვალდებულებები აიღო მთავრობამ 2014-2015 წლებში განსახორციელებლად.

ლევან ავალიშვილმა სტუდენტებს აუხსნა თუ როგორ არის შესაძლებელი ამ ინიციატივის ფარგლებში მოქალაქეთა მონაწილეობა და როგორ შეუძლიათ მათ ჩაერთვნენ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.

დისკუსია სტუდენტებთან OGP-ის თემაზე

DSCN9748ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ სტუდენტებთან დისკუსია 23 სექტემბერს გამართა. შეხვედრა, რომელსაც სხვდასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ განათლების მულტიმედია ცენტრში შედგა. სემინარი გაიმართა USAD-ის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს აუხსნა როგორ მუშაობს OGP, რა ვალდებულებებს იღებს საქართველო პარტნიორობაში, როგორ არის სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესში ჩართული და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ გაიზარდოს დაინტერესება როგორც ვალდებულებების შემუშავების თვაDSCN9742ლსაზრისით, ისე მათი შესრულების კონტროლის მიმართულებით.

ლევან ავალიშვილმა სტუდენტებს განუმარტა, თუ რა ვალდებულებები აქვთ აღებული სახელმწიფო უწყებებს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, შემდეგ კი მათ სთხოვა მოეფიქრებინათ ერთი ვალდებულება თბილისის მერიისთვის, რაც მათი აზრით კარგი იქნება თუ მომდევნო სამოქმედო გეგმაში აისახება.

მსჯელობის შემდეგ შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ თბილისის მერიამ უნდა დანერგოს სერვისები, რაც ფოკუსირებული იქნება მოქალქეებთან კომუნიკაციის, სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესებასა და ჰაერის დაბუნძურების შემცირებაზე.

სტუდენტები ფიქრობენ, რომ კარგი იქნება თუ თბილისის მერიის ვებ გვერდს დაემატება ფუნქცია, რითიც შესაძლებელი  DSCN9753იქნება ნებისმიერი ნებართვის ელექტრონულად მიღება. გარდა ამისა, მონაწილეთა აზრით, მნიშვნელოვანი პრობლემაა თბილისის მერიაში მოქალაქეთა მომსახურება, რაც შესაძლოა გაუმჯობესდეს რიგში ელექტრონულად დარეგისტრირებით. როგორც ერთ ერთმა მონაწილემ აღნიშნა, თუ ვებ გვერდზე განთავსდება ინფორმაცია რამდენი ადამიანი ელოდება საკუთარ რიგს და სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ რიგის ნომერს, ამით დაზოგავენ დროს და რესურსებს.

IDFI-მ ბათუმის მედიისთვის OGP-ის შესახებ ვორქშოფი გამართა

DSCN9680ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ბათუმში მომუშავე ჟურნალისტებისთვის 19 სექტემბერს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ ვორქშოფი გამართა. შეხვედრა, რომელსაც IDFI-ის დირექტორი და  ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის თანათავმჯდომარე გიორგი კლდიაშვილი უძღვებოდა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია როგორც ზოგადად პარტნიორობის, ისე სამოქმედო გეგმის ფარგლებში უკვე შესრულებული და ახლად აღებული ვალდებულებების შესახებ.

გიორგი კლდიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ღია მონაცემების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით 2014-2015 წლების დაგეგმილ აქტივობებზე – ინფორმაციის თავისუფლების აქტის შემუშავებაზე, ღია მონაცემების პორტალი Data.gov.ge-სა და მოქალაქის პორტალის My.gov.ge-ს განვითარებაზე. მანვე ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა ისეთი ვDSCN9693ალდებულებების შესახებ, როგორიცაა სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენის კვარტალური სტატისტიკის გამოქვეყნება, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის სისტემის დანერგვა, არქივების ხელმისაწვდომობის გამარტივება, მთავრობისთვის პეტიციების ონლაინ გაგზავნის პორტალის ichange.ge -ის შექმნა და საბიუჯეტო პროცესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მექანიზმის შემუშავება.

IDFI-ის დირექტორმა ხაზი გაუსვა მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და აღნიშნა, რომ მედიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია, როგორც საზოგადოებისთვის OGP-სი შესახებ ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფო უწყებების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების კონტროლის მიმართულებით.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ რა ახალი ნორმები დაემატება ინფორმაციის თავისუფლების აქტს, რა რეგულაციები დაინერგება, როგორ მოხდება საჯარო ინფორმაციის მიღების პროცესში არსებული ხარვეზების წარმოქმნა, რა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ უწყებებმა პროაქტიულად ინფორმაციის გამოქვეყნებისას ერთიანი სტანდარტი დაიცვან და ზუსტი ინფორმაცია განათავსონ.DSCN9695

შეხვედრა პროექტის „ღია მმართველობის პარტნიორობის ხელშეწყობის“ ფარგლებში გაიმართა, რომლის ფინანსური მხარდამჭერია USAID, დემოკრატიული მმართველობა საქართველოში პროგრამა (G-3)

OGP -ისა და ინფორმაციის თავისუფლების თემაზე სართიჭალაში ვორქშოპი გაიმართა

 Image

28 მარტს, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (ჲშაჳდ) პროგრამის – დემოკრატიული მმართველობის პროგრამა საქართველოში ( G -3) მხარდაჭერით სოფელ სართიჭალის მოსახლეობისთვის  IDFI -მ ვორქშოპი გამართა.
 ღონისძიება პროექტის – “კანონმდებლობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში” – ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრა გაიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში. ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის წახალისებას. Continue reading