24 სექტემბერს ნიუ იორკში ფორდის ოფისში OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. დიალოგში მონაწილეობას იღებდა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა თავად ფორდის ფონდი, CIVICUS, საერთაშორისო გამჭვირვალობა, ბუნებრივი რესურსების მართვის ინსიტიტუტი (NRGI) ოქსფამი (Oxfam International) და Twaweza.
ვიდეო-რგოლის მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ინიციატივის „ღია მმართველობის პარტნიორობა” შესახებ. მისი მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მთავრობების ღიაობისა და პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა.
იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე სპეციალურად ამ ინიციატივისთვის შექმნილია განყოფილება, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მთავრობას გაუგზავნონ საკუთარი იდეები მთავრობის მეტი გამჭვირვალობის მისაღწევად.
ვიდეო რგოლი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ პროექტის „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში” ფარგლებში.
ვიდეო-რგოლი მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება” (G-PAC) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
ვიდეო-რგოლის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან EWMI შეხედულებებს.