ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ სემინარები “რეგიონებში გამართა. 13 ოქტომბერს სამცხე ჯავახეთის სახემლწიფო უნივერსიტეტში IDFI-ს გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი და დირექტორი გიორგი კლდიაშვილი სტუდენტებს პარტნიორობის მიზნებსა და გამოწვევებზე ესაუბრნენ. დეტალურად განუმარტეს 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებები, რაც საქართველომ უნდა შეასრულოს.
OGP –ის შესახებ საუბარი მომდევნო დღეს ბიბლიოთეკარებთან ყვარელში გაგრძელდა. IDFI მოხალისეობრივად ჩართულია IREX-ის მიერ დაფინანსებული Beyond Access პროგრამაში, რომელიც მუშაობს მსოფლიო მაშტაბით, რათა ხელი შეუწყოს ბიბლიოთეკების როლს განვითარების პროცესში. ბიბლიოთეკების ტრანსფორმაციას ეხება OGP-ის ფარგლებში აღებული ერთერთი ვალდებულებაც. იუსტიციის სამინისტროს ტრენინგ ცენტრში შეკრებილმა ბიბლიოთეკების წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ვალდებულებებზე გააკეთეს.
გიორგი კლდიაშვილმა აუხსნა, რომ ეს ვალდებულება გულისხმობს საჯარო ბიბლიოთეკების გამოყენებას ახალი დანიშნულებით: ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად, ბიბლიოთეკები შეიძენს საზოგადოებრივი ცენტრის
ფუნქციებს. საზოგადოებრივ ცენტრებთან ერთად, ბიბლიოთეკები იქნება დამატებითი საშუალება, სოფლის მოსახლეობის და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების გაზრდის ხელშესაწყობად. გადამზადებული ბიბლიოთეკარები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ინტერნეტი, კომპიუტერული ტექნიკა,
ახალი წიგნები) აღჭურვილ ბიბლიოთეკებში მომსახურებას გაუწევს საზოგადოებას.
ღია მმართველობის მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. შეხვედრა 16 ოქტომბერს ქუთაისში შედგა. როგორც გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა, თუ მთავრობა არ უსმენს მოსახლეობას, ის ვერ იქნება წარმატებული. მან აქცენტი მმართველობით პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობაზე გააკეთა აქცენტი.
სტუდენტები დაინტერსდნენ, რამდენად არის შესაძლებელი, რომ მთავრობამ ხელი შეუწყოს საკუთარ საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართვას, არის თუ არა ეს მის ინტერესსში და გამოითქვა მოსაზრება, რომ საზოგადოების გააქტიურება არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანი უნდა იყოს. მის საპასუხოდ IDFI-ს დირექტორმა განაცხადა:
“მთავრობას აქვს უფრო მეტი რესურსი მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად, ვიდრე მოქალაქეს, იმ ქვეყანაში, რომლის მთავრობასაც არ სურს პროცესები ღია გახადოს. თუ ხელისუფლებას არ აქვს ნება, რომ მაგალითად საბიუჯეტო პროცესებში საზოგადოება ჩართოს, მოქალაქე ამას ვერ მოახერხებს. ამიტომაც სწორედ მთავრობა უნდა ზრუნავდეს მმართველობით პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდას”
OGP-ის შესახებ სემინარები მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება. ვორქშოფები USAD-ის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში იმართება.