ღია მმართველობა საქართველო – საჯარო კონსულტაციები 2014

OGPsummit

2014 წლის 15 მარტიდან საქართველოს მთავრობა ქვეყნის მასშტაბით საჯარო კონსულტაციებს მართავს. შეხვედრები  მიზანად ისახავს,  საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მომდევნო ორი წლის მანძილზე მთავრობის მიერ დაგეგმილი იმ ღონისძიებების შესახებ, რაც ღია და მონაწილეობითი მმართველობის უზრუნველყოფას ემსახურება.

შეხვედრების მიზანია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, მათი მოსაზრებების, იდეების შეკრება, რათა მთავრობის სამოქმედო გეგმა და გაწერილი ღონისძიებები პასუხობდეს მოქალაქეთა საჭიროებებს.

Continue reading

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი კაჭრეთში “ღია მმართველობის პარტნიორობის” შესახებ

11-12 იანვარს, USAID-ის პროგრამის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3) ფარგლებში ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი თემაზე – „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“  და ამ ინიციატივაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. ფორუმში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო  და სამთავრობო სექტორის 25 წარმომადგენელმა, ასევე დამოუკიდებელმა ექსპერტებმა. ფორუმზე განიხილეულ იქნა მნიშვნელოვანი საკითხები პარტნიორობის შესახებ. დისკუსიის ძირითადი თემა იყო კოალიციის „მედია ადვოკატირებისთვის“ მიერ  საქართველოს სამოქმედო გეგმის შესახებ მთავრობისთვის შემუშავებული რეკომენდაციები.

კონფერენცია გახსნა პროგრამა  G-3- ის დირექტორმა ბატონმა მარის მიქელსონმა, რომელმაც ხაზი გაუსვა OGP-ს მნიშვნელობას საქართველოსთვის. ღია მმართველობის პარტნიორობის და კერძოდ ამ ინიციატივაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა გიორგი კლდიაშვილმა, G-3-ის ექსპერტმა ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში  და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან აბაშიძემ, ქალბატონმა ქეთევანმა ისაუბრა პარტნიორობის მიზნების შესასრულებლად მთავრობის მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე : www.data.gov.ge, ვებგვერდი, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს საჯარო უწყებების ვებგვერდებზე განთავსებულ საჯარო ინფორმაციას; ონლაინ პეტიციების პროექტი ichange.ge; იუსტიციის სახლები, და სხვა. ფორუმის მონაწილეებმა დასვეს საკამოდ ბევრი საკითხი და წარმოადგინეს თავიანთი იდეები არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. Continue reading