OGP-ის გლობალური სამიტი საქართველოში

17-19 ივლისს, თბილისში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რიგით მეხუთე გლობალური სამიტი გაიმართა. სამიტი საპარლამენტო ღიაობის დღით გაიხსნა, რომელსაც 17 ივლისს საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა (იხ. ღონისძიების ფოტოები).

საპარლამენტო დღის პარალელურად, OGP-ის სამიტის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების დღეც გაიმართა, რომელსაც ღია მმართველობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა გახსნეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, გიორგი კლდიაშვილმა OGP-ის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და ასევე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს OGP-ში გაერთიანების პირველივე დღიდან, სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს მთავრობასთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული OGP-ის ფუძემდებლური პრინციპების დანერგვაში. თუმცა, აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას, სამოქალაქო საზოგადოება მთავრობის მხრიდან გარკვეულ პრობლემებს და გამოწვევებს აწყდებოდა, რაც გიორგი კლდიაშვილის თქმით, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ქვეყნის პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენს.

ამასთან, გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობა გრძელდება და აუცილებელია, რომ ამ ძალისხმევას რეალური და ამბიციური შედეგი მოჰყვეს. გიორგი კლდიაშვილმა ხაზი გაუსვა ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეფორმების გატარების აუცილებლობას და ეს დღეისათვის არსებულ მთავარ გამოწვევად დაასახელა.

შეხვედრა გაგრძელდა OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის დირექტორის პოლ მაასენის გამოსვლით, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების 2016-2018 წლების გამოკითხვის შედეგები წარმოადგინა. სამოქალაქო საზოგადოების დღეზე ასევე განხილულ იქნა OGP-ის წევრი სახელმწიფოების მიერ ბოლო 6 წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება და განისაზღვრა პარტნიორობის სამომავლო პრიორიტეტები.

18 ივლისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, OGP-ის ლობალური სამიტის, მთავრი ღონისძიების საზეიმო გახსნა გაიმართა. შეხვედრა გახსნეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, OGP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სანჯეი პრადჰანმა და OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების თანათავმჯდომარემ მუკელანი დიმბამ.

IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო პანელში სახელწოდებით – OGP-ის დაპირება მთავრობების მიერ მოქალაქეებისათვის უკეთესი სერვისების გაწევის შესახებ. პანელში ასევე მონაწილეობდნენ/სიტყვით გამოვიდნენ: შრილანკის პრეზიდენტი მაითრიპალა სირისენა, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მუჰამედკალი აბილგაზიევი, სერბეთის პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიკი და ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი/OGP-ის ელჩი ჰელენ კლარკი.

„OGP-ის დაფუძნების პირველივე დღიდან, ჩვენ ამ ინიციატივას ვუყურებდით, როგორც მექანიზმს, რომელიც ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობისა და მათთვის უკეთესი სერვისების მიწოდების კუთხით მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების შესაძლებლობას გვანიჭებს. OGP-ის საშუალებით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და მთავრობას შორის დიალოგისათვის აუცილებელი პლატფორმა შეიქმნა. მთავრობასთან დიალოგი და თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისათვის უდიდეს მიღწევას წარმოადგენს და ლოგიკურია, რომ აღნიშნულის შედეგად საქართველო პარტნიორობის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. მოქალაქეებისათვის სერვისების გაწევის კუთხით, მინდა ყურადღება იუსტიციის სახლების სერვისების დანერგვაზე გავამახვილო, რაც საქართველოს მიერ შემუშავებული ეროვნული გეგმებიდან გამომდინარე ვალდებულებას წარმოადგენდა. ასევე, საყურადღებოა კორუფციის აღმოფხვრის კუთხით განხორციელებული რეფორმები, უფრო კონკრეტულად კი თანამდებობის პირების მიერ წარმოდგენილი ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შემუშავება.” – აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა და დასძინა: “მიმაჩნია, რომ აღნიშნული ვალდებულებები და რეფორმები უშუალოდ მოქალაქეების ინტერესებზე იყო ორიენტირებული. გამოწვევებზე საუბრისას, აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, მთავრობა ვერ განსაზღვრავს მოქალაქეების მოთხოვნებსა და სურვილებს და ამის ნათელი მაგალითი ის რეფორმებია, რომლებზეც მე ვისაუბრე და რომლებიც, ძირითადად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ შემუშავებულ და მთავრობისათვის წარდგენილ ინიციატივებს წარმოადგენს. იმ ვალდებულებებზე საუბრისას, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფო უწყებების მიერ იქნა შემუშავებული, აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს ვალდებულებები ნაკლებად რელევანტურია და არ ეხმაურება მოქალაქეების მოთხოვნებსა და მოლოდინებს.“ (გიორგი კლდიაშვილის სიტყვა – ვიდეო)

სამიტის გახსნა OGP-ის ახალი წევრი ქვეყნების წარდგენით დასრულდა. სახელდობრ, ინიციატივას შეუერთდნენ ეკვადორის, ყირგიზეთის, მოროკოს, პორტუგალიისა და სენეგალის მთავრობები და ასევე ესპანეთის, რუმინეთის, ნიგერიის, კოლუმბიისა და ფილიპინების ადგილობრივი ხელისუფლებები.

18 ივლისს, OGP-ის გლობალური სამიტი სხვადასხვა თემის შესახებ პანელებით გაგრძელდა. IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო პანელში სახელწოდებით – ღია მმართველობის კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობაში არსებული შედეგები, გამოწვევები და შესაძლებლობები. აღნიშნული პანელის მიზანს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მიერ ღია მმართველობის, ეკონომიკისა და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა. გიორგი კლდიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

„საქართველოში არსებული ანტიკორუფციული სისტემა პრაქტიკაში სრულყოფილად არ მუშაობს, რადგან იგი ვერ აჩერებს მაღალი დონის კორუფციას. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ბოლო ღია მმართველობის პარტნიორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა არ შეიცავს ამბიციურ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ანტიკორუფციული მიმართულებით. IDFI და მისი პარტნიორი ორგანიზაციები ითხოვდნენ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას, რაც, სამწუხაროდ, არ აისახა სამოქმედო გეგმაში.“ – განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

19 ივლისს, OGP-ის გლობალური სამიტის დასკვნით დღეს, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ, საკანონმდებლო ფონდის გლობალურმა აღმასრულებელმა დირექტორმა მარია ბარონმა, პარაგვაის სენატორთა პალატის წარმომადგენელმა ბლანკა ოველარმა, უკრაინის პარლამენტის წევრმა ალიონა ივანივნა შტრუმმა და IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს პანელში სახელწოდებით – როგორ შეცვალა OGP-ის ოთხმა ვალდებულებამ პარლამენტებსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობა. აღნიშნული პანელის მიზანს ჩართულობის კუთხით არგენტინის, საქართველოს, პარაგვაისა და უკრაინის პარლამენტების გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ირინა ფრუიძემ და გიორგი კლდიაშვილმა საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმებსა და მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით შემუშავებულ ვალდებულებებზე ისაუბრეს.

19 ივლისს ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოს მიერ OGP-ის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, პანელზე სახელწოდებით – საქართველოს წარმატება, რომელმაც ქვეყანას OGP-ის თავმჯდომარეობა მოუტანა – UNDP საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანაშემწემ ნათია ნაცვლიშვილმა, IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ადმინისტრატორის თანაშემწემ ბროკ ბირმანმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ისაუბრეს OGP-ის ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, სამომავლო გეგმებზე და ასევე OGP-ის ფუძემდებლური პრინციპების განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილებაზე.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ OGP-ის პრინციპების განხორციელება საქართველოში მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარეობს და სწორედ ეს გამოარჩევს საქართველოს ინიციატივაში მონაწილე სხვა სახელმწიფოებისგან. საქართველო იმსახურებდა OGP-ის თავმჯდომარეობას და თბილისში სამიტის ჩატარება ჩვენი ქვეყნის წარმატების ცალსახა შედეგს წარმოადგენს.” – განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

საყურადღებოა, რომ IDFI ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტზე საკუთარი პანელით წარსდგა. პანელის ფარგლებში, IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ლომთაძემ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო შესყიდვების გამოყენება მთავრობის ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად, ასევე, როგორ უნდა ითანამშრომლონ სამოქალაქო სექტორმა და მთავრობამ სახელმწიფო შესყიდვების გასაუმჯობესებლად.

გლობალურ სამიტზე ყურადღება ასევე დაეთმო მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) დაკავშირებულ საკითხებს. IDFI-ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელმა საბა ბუაძემ, მონაწილეობა მიიღო პანელში სახელწოდებით – ინოვაციური პარტნიორობა მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის განხორციელებისა და მონიტორინგისათვის. პანელის ფარგლებში, მან მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

„UNDP-ის მხარდაჭერით, ინდონეზიასთან, მექსიკასთან, სამხრეთ აფრიკასთან, ტუნისთან და ურუგვაისთან ერთად, საქართველოს მიეცა შესაძლებლობა შDG-ის მე-16 მიზნის განხორციელების ზედამხედველობის საპილოტე პროგრამაში მიეღო მონაწილეობა. აღნიშნული წარმოადგენდა უნიკალურ შესაძლებლობას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის (IDFI), რომელიც ამ პროცესში პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით იყო ჩართული. ინიციატივის მხარდაჭერამდე, საქართველოს მთავრობას უკვე გამოცხადებული ჰქონდა მზადყოფნა მასზედ, რომ მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგი განეხორციელებინა. ამასთან, მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი ჩვენი ქვეყნისათვის პრიორიტეტულად გამოცხადდა. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ 2016 წლიდან, მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ სისტემაში დანერგვის კუთხით, მთავრობის მხრიდან ძალიან მცირედი გაკეთდა. ამასთან, საყურადღებოა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, IDFI და საქართველოს მთავრობა ერთობლივად მუშაობენ საპილოტე პროგრამის ყველა ფაზის წარმატებით განხორციელებაზე.“ – განაცხადა საბა ბუაძემ.

ღია მმართველობის პარტნიორობა – „საქართველოს, როგორც პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანას, რეფორმათა უფრო ამბიციური გეგმის დასახვა მართებს“

9zR4knE4_400x4002018 წლის 23 იანვარს, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მხარდამჭერმა გუნდმა (Support Unit) გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საქართველოს, როგორც OGP-ის თავმჯდომარე ქვეყნის მიერ რეფორმების უფრო ამბიციური გეგმის შემუშავების საჭიროებაა განხილული. სტატიაში ნათქვამია:

„დამოუკიდებელმა ანგარიშგების მექანიზმმა (IRM) საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის მესამე (2016-2017 წლების) სამოქმედო გეგმის განხორციელება შეაფასა და განსაზღვრა, რომ მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, რომლებსაც ქვეყანამ OGP-ის დღის წესრიგის განხორციელებაში მიაღწია, მთავრობამ, OGP-ის წამყვანი თანათავმჯდომარის სტატუსში, მეტი გარდამავალი რეფორმა უნდა განახორციელოს, რათა მოქალაქეთა ჩართულობისა და საჯარო ანგარიშვალდებულების პრაქტიკა ხელისუფლების ყველა შტოში დამკვიდრდეს.

საქართველოს სამოქმედო გეგმა სხვადასხვა თემას, მათ შორის, საჯარო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებასა და საჯარო ადმინისტრირების მთლიანობის უზრუნველყოფის ზომების გაძლიერებას მოიცავს და 24 ვალდებულებისგან შედგება. ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა რამდენიმე სახელმწიფო ორგანომ, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციამ, ექვსმა სამინისტრომ, რამდენიმე სამთავრობო სააგენტომ, სამოქალაქო მომსახურების ბიურომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და უზენაესმა სასამართლომ, აიღო. სამოქმედო გეგმაში ასევე წარმოდგენილია ხუთი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის – ახალციხის, ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის და ზუგდიდის – მიერ გამჭვირვალობისა და საჯარო ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ნაკისრი ვალდებულებები.

24 ვალდებულებიდან ნაწილობრივ ან მთლიანად 14 ვალდებულება შესრულდა, ხოლო დარჩენილი 10 ვალდებულების შესრულების კუთხით მხოლოდ მცირე წინსვლა შეიმჩნევა. წარმატებით განხორციელებული ინიციატივებია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის მონიტორის პორტალი, საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღება. სხვა აქტივობები, რომლებსაც პოტენციურად მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვებოდა, საჯარო შესყიდვების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით ელექტრონული ინიციატივების განხორციელება და რამდენიმე მუნიციპალიტეტში (მათ შორის ოზურგეთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში) მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა იყო. ამავდროულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინფორმაციის თავისუფლების კანონი – საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მთავარი პრიორიტეტი – არ წარედგინა პარლამენტს და, ზედიზედ ორ სამოქმედო გეგმაში შეტანის მიუხედავად, შეუსრულებელ ვალდებულებად რჩება.

კვლევა საქართველოს მთავრობის მიერ OGP-ის თანათავმჯდომარის სტატუსში პრიორიტეტულად განსაზღვრული თემების – საჯარო მომსახურების გაუმჯობესების, კორუფციის აღმოფხვრის და მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფის – კუთხით მეტი შესაფერისი და შედეგის მომტანი ვალდებულებების შემუშავების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

მთავარი რეკომენდაციებია ინფორმაციის თავისუფლების კანონის დროული მიღება, სამთავრობო ხელშეკრულებების გამჭვირვალობის გაზრდა და ხელისუფლების განხორციელების ყველა საფეხურზე საჯარო ჩართულობის გაზრდის სტრატეგიის შემუშავება.“

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ:

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრის ფარგლებში დაფუძნდა, სადაც რვა სახელმწიფოს მეთაურმა და ცხრა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერმა მიიღო ღია მმართველობის პარტნიორობის დეკლარაცია და OGP-ის ეროვნული სამოქმედო გეგმების პირველი ნაკადი გამოაქვეყნა.

დღეის მდგომარეობით, OGP 75 ეროვნულ, 15 ადგილობრივ მთავრობას, ასევე 7 მრავალმხრივ ორგანიზაციასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას მოიცავს, რომლებმაც, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის, კორუფციასთან ბრძოლისა და მთავრობების ღიაობის, ეფექტურობისა და მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით ერთობლივად 3,000-ზე მეტი ვალდებულების აიღეს.

საქართველო OGP-ის 2011 წელს შეუერთდა, ხოლო 2014 წელს ის პარტნიორობის მმართველი საბჭოს წევრად იქნა არჩეული. 2017 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი რანგის შეხვედრის ფარგლებში, საქართველომ OGP-ის) 2017-2018 წლების თანათავმჯდომარეობა გადმოიბარა. 2018 წლის 17-19 ივლისს, თბილისი OGP-ის მეხუთე გლობალურ სამიტს უმასპინძლებს.

საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდო მოიპოვა

mexico27 ოქტომბერს საქართველომ ღია მმართველბის პარტნიორობის (OGP) ჩემპიონთა ჯილდო მოიპოვა (the OGP Government Champions Award). დაჯილდოების ცერემონია მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, OGP-ის სამოქალაქო დღეზე გაიმართა, რომელიც 2015 წლის ღია მმართვლეობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული სამიტი მექსიკაში 28-29 ოქტომბერს ჩატარდა.
ღია მმართველობის პარტნიორობამ ჩემპიოთა ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსი 19 სექტემბერს გამოაცხადა. კონკურსი მიზანად ისახავდა წარმოეჩინა სამთავრობო და სამოქალაქო სექტორებს შორის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას თანამშრომლობის იდეალური შემთხვევა. კერძოდ, დაეჯილდოებინა გუნდი, რომელმაც მიუხედავად განსახორციელებელი საკითხების სირთულისა წარმატებით შეძლო სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივების და რეკომენდაციების სამოქმედო გეგმაში შეტანა და პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების თანაბრად გადანაწილება.

Continue reading

2015 წლის ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი მექსიკაში

SummitMexico28 – 29 ოქტომბერს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში გაიმართება ,,ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი მექსიკაში 2015″. სამიტზე სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორისა და მთავრობის 1500-მდე წარმომადგენელი შეიკრიბება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, მათ შორის იქნებიან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დელეგატები, დირექტორი – გიორგი კლდიაშვილი, თავმჯდომარე – ლევან ავალიშვილი და პროექტის კოორდინატორი – დავით მაისურაძე.

სამუშაო შეხვედრებისა და პანელური დისკუსიების მეშვეობით სამიტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ საკუთარი ქვეყნების მაგალითი და გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს, ისაუბრონ საჯარო სერვისების გაუმჯობესებაზე, მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდაზე მოქალაქეების მიმართ, სამოქალაქო ჩართულობისა და ინოვაციების ხელშეწყობაზე. ამასთანავე, სამიტზე მონაწილეები განიხილავენ ღია მმართველობის პარტნიორობის როლს გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.

Continue reading

ღია მმართველობის პარტნიორობამ თბილისში ჩატარებული კონფერენციის სრული ვიდეო ჩანაწერი გამოაქვეყნა

DSC891014-15 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის სასახლეში ჩატარდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი კონფერენცია სახელწოდებით: ,,ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები” (Committing to Openness: Parliamentary Action Plans, Standards, and Tools). კონფერენცია შედგა ღია მმართველობის პარტნიორობის მსოფლიო საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის (GLOW) ფარგლებში. მასში მონაწილეობას 32-მდე ქვეყნის უცხოელი დელეგატი, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ.
Continue reading

თბილისში გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

14-15 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის სასახლეში ჩატარდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი კონფერენცია  სახელწოდებით: ,,ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები” (Committing to Openness: Parliamentary Action Plans, Standards, and Tools). კონფერენცია   შედგა ღია მმართველობის პარტნიორობის მსოფლიო საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის (GLOW) ფარგლებში. მასში მონაწილეობას 32-მდე ქვეყნის უცხოელი დელეგატი, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ. კონფერენციას ორგანიზებას უწევდა: საქართველოს პარლამენტი, OGP-ის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფი (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და ჩილეს კონგრესი), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), აშშ-ს საერთაშორისო დახმარების სააგენტო (USAID), ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (EU), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

glow Continue reading

გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეული თბილისში

DSCN551714-15 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის (GLOW) ფარგლებში მასპინძლობს საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციას თემაზე: ,,ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები.”

აღნიშნული კონფერენციის ორგანიზებაში საქართველოს პარლამენტთან ერთად აქტიური წვლილი შეიტანეს OGP-ის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფმა (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და ჩილეს კონგრესი), გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), აშშ-ს საერთაშორისო დახმარების სააგენტომ (USAID), ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში (EU), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ. Continue reading

ახალი პოლიტიკა OGP-ს ქვეყნების პასუხისმგებლობის გასაზრდელად

9011_706812919367292_1306830022399009037_n

მმართველი კომიტეტის შეხვედრა, ნიუ იორკი, 24.09 ფოტო: იუსტიციის სამინისტრო

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველმა კომიტეტმა 24 სექტემბრის შეხვედრაზე ახალი პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავა, რომლითაც განსაზღვრა, რა შეიძლება მოიმოქმედოს პარტნიორობამ თუ რომელიმე წევრი სახელმწიფოს გარკვეული ქმედებები არ შეესაბამება OGP-ს პრინციპებს და როგორ შეიძლება დაეხმაროს მას პრობლემის მოგვარებაში.

დოკუმენტს სახელწოდებით „ღია მმართველობის დეკლარაციაში გაწერილი OGP-ს პრინციპების და ღირებულებების მხარდაჭერა“ ორი მიზანი აქვს:

  1. სიძნელებიის გადალახვაში ქვეყნების მხარდაჭერა, აგრეთვე მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობისთვის გარემოს გაუმჯობესებაში დახმარება;
  2. ღია მმართველობის დეკლარაციის დაცვის უზრუნველყოფა და OGP-ის რეპუტაციის შემლახველი რისკების პრევენცია.

ახალი პოლიტიკის დოკუმენტში გაცნობიერებულია რომ ეროვნულ სამოქმედო გეგმის გარეთ შესაძლოა არსებობდეს საკითხები, რამაც OGP-ში ქვეყნის წარმატებულ მონაწილეობაზე გავლენა მოახდინოს. ეს შესაძლოა იყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ან მთლიანად სამოსაქალაქო საზოგადოებისთვის სამუშაო გარემოს შეზღუდვა. იმისათვის, რომ OGP-ს სანდოობაა დაცული იყო გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვანია წევრმა ქვეყნებმა დაიცვან ღია მმართველობის დეკლარაციის პრინციპები და ღირებულებები.

მმართველი კომიტეტი და დამხმარე ჯგუფი დაიწყებს პოლიტიკის დოკუმენტის იმპლემენტაციას. ერთი წლის შემდეგ კი შესაძლებელი იქნება მიმოხილვა მიაღწია თუ არა მმართველმა კომიტეტმა დასახულ მიზანს.

კრიტერიუმებისა და სტანდარტების ქვეკომიტეტს დაევალა, რომ რეკომენდაციით მიმართოს მმართველ კომიტეტს, როდესაც OGP-ში ქვეყნის მონაწილეობის გადახედვა საჭირო გახდება. ეს გულისხმობს იმ შემთხვევებს, როდესაც ქვეყნები საკუთარი ქმედებებით ზიანს აყენებენ პარტნიორობის ღირებულებებსა და პრინციპებს. ეს დამატებითი მექანიზმი გამოყენებული იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული საკითხები რამდენჯერმე წამოიწევა IRM-ის ანგარიშში.

იმ შემთხვევაში თუ მნიშვნელოვანი პრობლემები დაფიქსირდება, OGP ფოკუსირებული იქნება პოზიტიურ ჩარევაზე, რაც ქვეყანას სიძნელეების გადალახვაში დაეხმარება. ეს შეიძლება იყოს ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა წევრი ქვეყნებიდან, პარტნიორებიდან ან OGP-ს სამუშაო ჯგუფებიდან.

თუ ამგვარი დახმარებითაც ვერ მოხერხდება პრობლემის მოგვარემა, მაშინ მმართველი კომიტეტი ჩაერევა, რაც შესაძლოა გამოიხატოს იმაში, რომ მოიწვიონ ამ ქვეყნის მთავრობა სპეციალურ სესიაზე ან გადაიყვანონ „უმოქმედო“ სახელმწიფოთა სიაში იქამდე, სანამ პრობლემა არ მოგვარდება.

სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების შეხვერდა [VIDEO]

24 სექტემბერს ნიუ იორკში ფორდის ოფისში OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. დიალოგში მონაწილეობას იღებდა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა თავად ფორდის ფონდი, CIVICUS, საერთაშორისო გამჭვირვალობა, ბუნებრივი რესურსების მართვის ინსიტიტუტი (NRGI) ოქსფამი (Oxfam International) და Twaweza.

 

OGP-მ სამი წლის იუბილე იზეიმა

ღია მმართველობის პარტნიორობამ სამი წლის იუბილე რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნა, სადაც საქართველო აქტიურად იყო ჩართული.

სამოქალაქო საზოგადოების წევრთა შეხვედრა

24 სექტემბერს დილით, ფორდის ოფისში OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. დისკუსიისას სამ მთავარი თემაზე იმსჯელეს:

  1. შედეგები, რისი მიღწევაც სამოქალაქო საზოგადოებამ OGP-ის პლატფორმის საშუალებით შეძლო
  2. იდეები, რითიც შესაძლოა გაიზარდოს ზეწოლა მთავრობაზე, რომ ის უფრო ღია და ანგარიშვალდებული გახდეს
  3. OGP-ის 4 წლიანი სამოქმედო გეგმის გადახედვა, გეგმები, რაც სამოქალაქო საზოგადეობის ჩართულობას უკავშირდება.
OGP Civil Society Talk Show

OGP C-ის სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა

ამ შეხვედრაში, მონაწილეობას იღებდა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა თავად ფორდის ფონდი, CIVICUS, საერთაშორისო გამჭვირვალობა, ბუნებრივი რესურსების მართვის ინსიტიტუტი (NRGI) ოქსფამი (Oxfam International) და Twaweza.

ღონისძიება მაღალი თანამდებობის პირთა მონაწილეობით

იმავე დღეს, 24 სექტემბრის საღამოს გაეროს გენერალური ანსამბლეის ფარგლებში OGP-იმ 11 ქვეყნის პირველ პირს, 30 მინისტრსა და  სამოქალაქო საზოგადოების 300-ზე მეტ წარმომადგენელს უმასპინძლა. 9 სახელმწიფოს ლიდერმა საკუთარი სიტყვა წარმოთქვა, მათ შორის იყო საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებზე ისაუბრა. პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის მიზანია გახდეს კიდევ უფრო ღია მოქალაქეებისათვის, მეტად ანგარიშვალდებული მათ წინაშე და უფრო მეტი და ფართო უფლებამოსილება მიანიჭონ მათ. ღარიბაშვილმა იქვე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველაზე ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებასა და სახელმწიფო მომსახურების მიწოდებას.


OGP-ის ჯილდო

ოფიციალური პირების გამოსვლის შემდეგ OGP-იმ ღია მმართველობის ჯილდოს მფლობელები დაასახელა. საუკეთესოდ ის ინიციატივები მიიჩნიეს, რომლიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას ითვალისწინებდა. პირველი ადგილი დანიამ დაიმსახურა უფროსი ასაკის მოქალაქეთა საბჭოს შექმნისთვის, მეორე ადგილზე მონტენეგრო გავიდა მოქალაქეთა ჩართულობის კამპანიისთვის „იყავი პასუხისმგებელი“, მესამე ადგილი კი ფილიპინებმა დაიკავა საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამისთვის.

1 ადგილი დანიამ დაიკავა

1 ადგილი დანიამ დაიკავა

 OGP-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრა

ღონისძიებები მეორე დღესაც გაგრძელდა, 25 სექტემბერს გაიმართა მმართველი კომიტეტის სხდომა, სადაც კომიტეტის ახლად არჩეული წევრები, მათ შორის საქართველოც შეუერთნენ. სხდომაზე განიხილეს პარტნიორობის 2015-2018 წლების სტრატეგია, უკვე გაწეული სამუშაობები და სამომავლო ინიციატივები.

კომიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარმოადგენს. მან ახალ წევრებს OGP- ის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, საქართველო დაწინაურებული ქვეყანაა ბევრი მიმართულებით, რაც, პირველ რიგში, სახელმწიფო სტრუქტურების ანგარიშვალდებულებას, ღიაობას, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება.

10433265_706812889367295_2825073196770548186_n

თეა წულუკიანი მმართველ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს

მმართველი კომიტეტის ფუნქციაა ღია მმართველობის პარტნიორობის სტრატეგიული მართვა, საქმიანობის დაგეგმვა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან 11 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები; ცალკე კვოტა აქვს გამოყოფილი სამოქალაქო საზოგადოებას.

OGP-ის შედეგები

2011 წელს, დაარსების შემდეგ OGP დამფუძნებელი 8 ქვეყნიდან 65 ქვეყანამდე გაიზარდა, ბოლო ქვეყანა ბოსნია და ჰერცოგოვინა პარტნიორობას მიმდინარე წლის სექტემბერში შეუერთდა. დაფუძნებიდან დღემდე ინიციატივაში სამოქალაქო საზოგადოების ასობით წარმომადგენელი და ორგანიზაცია ჩაერთო. 87 სამოქმედო გეგმის ფარგლებში OGP-ის წევრმა ქვეყნებმა 2 ათასზე მეტი ვალდებულება შეასრულეს მთავრობების გახსნილობის და ანგარიშვალდებულებების გაზრდისთვის.