ციფრული ტექნოლოგიები ღია პარლამენტისთვისთვის საქართველოში

საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო საქმიანობას ელექტრონულად მიადევნებენ თვალს. მობილური აპლიკაციისა და პარლამენტის ვებ-გვერდის საჯარო ინფორმაციის მოდულის გამოყენებით შესაძლებელი იქნება პარლამენტის საჯარო ინფორმაციის გაცნობა, საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვა და პარლამენტში შეკითხვების გაგზავნა. ახალი ტექნოლოგია შემუშავებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით. 

ელექტრონული სერვისების წარდგენა 2018 წლის 13 მარტს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა. ღონისძიებას პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ელექტრონული სერვისების მეშვეობით პარლამენტის საჯარო ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ხოლო მოქალაქეები საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია საკანონმდებლო ღიაობისა და ელექტრონული პარლამენტის განვითარებისაკენ,“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ, ღონისძიების გახსნაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ელექტრონული სერვისების დანერგვა ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმითაა გათვალისწინებული.

ვინსენტ რეიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა, ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას საკანონმდებლო ღიაობის მისაღწევად.

“დემოკრატია ევროკავშირის საკვანძო ღირებულება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საფუძველია. ახალი სისტემა პარლამენტის მიმართ ევროკავშირის ხელშეწყობის მაგალითია. იმედი გვაქვს, რომ მისი მეშვეობით საკანონმდებლო პროცესი უფრო ღია და ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეებისათვის”, – განაცხადა ვინსენტ რეიმ

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს გიგი ბრეგაძემ – UNDP-ის პროგრამული ნაწილის მოქმედმა ხელმძღვანელმა, და ლევან ავალიშვილმა – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორმა, რომელმაც პარლამენტის ახალი ელექტრონული სერვისების უნიკალურ ფუნქციებზე ისაუბრა.

“აპლიკაციის GeoParliament App მეშვეობით შესაძლებელია მობილურიდან ადევნო თვალი პარლამენტის მუშაობას, გააგზავნო კომეტარი კანონპროექტზე, გაეცნო დღის წესრიგს, საპარლამენტო და ბიუროს სხდომების განრიგს, საპარლამენტო განხილვებისა და ახალ კანონმდებლობაზე მსჯელობის თარიღებს. საჯარო ინფორმაციის მოდული, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდშია ინტეგრირებული, აადვილებს წვდომას პარლამენტის საჯარო ინფორმაციაზე და შესაძლებლობას იძლევა ელექტრონულად გამოითხოვო ინფორმაცია პარლამენტის ბიუჯეტის, ხარჯებისა და შესყიდვების შესახებ“, – თქვა ლევან ავალიშვილმა.

ღია პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 75 ქვეყანას აერთიანებს. მიმდინარე წელს საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყნის როლს ასრულებს და 2018 წლის ივლისში OGP-ის მეხუთე ყოველწლიურ სამიტს უმასპინძლებს.

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ ღია პარლამენტის განვითარებას მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის გამტკიცებას ემსახურება.

საქართველო საკანონმდებლო ღიაობას ზრდის

საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 24 ვალდებულებიდან 13 სრულად, ხოლო 11 კი ნაწილობრივ შეასრულა. 2017 წლის მიღწევებს შორისაა პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის ინიცირება და ელექტრონული პეტიციების სისტემის ამოქმედება. ღია პარლამენტის ვალდებულებების შესრულება 2018 წელს გაგრძელდება.

ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა 5 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე შედგა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

შეხვედრის მონაწილეებს გახნითი სიტყვით მიმართეს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა სოფი ჰუე გერიშიმ; და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოში გიგი ბრეგაძემ.

ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2017 წლის შედეგები წარადგინა ირინა ფრუიძემ. მან აღნიშნა, რომ ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა მონაწილეობა 2018 წლის ღია პარლამენტის საქმიანობის პრიორიტეტი გახდება.

„გასულ წელს მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ პარლამენტის მუშაობის გამჭვირვალობისა და ღიაობის მიმართულებით. 2018 წელს, ჩვენი პრიორიტეტი იქნება მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საქართველოს პარლამენტის ახალი ვებგვერდი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს ამოქმედდება, ინოვაციური შესაძლებლობებს მისცემს მოქალაქეებს ინფორმაციის მარტივად მოძიებისათვის და საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა ირინა ფრუიძემ.

სოფი ჰუე გერიშიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა, ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგისა და ზედამხედველობის როლს საკანონმდებლო ღიაობის გაზრდის პროცესში.

„ღია პარლამენტი აძლიერებს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას. იგი ასევე დამატებით შესაძლებლობებს ქმნის სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორსა და მოქალაქეებთან თანამშრომლობისათვის“, – განაცხადა ჰუე გერიშიმ.

ღია პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. მიმდინარე წელს საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყნის როლს ასრულებს და 2018 წლის ივლისში OGP-ის მეხუთე ყოველწლიურ სამიტს უმასპინძლებს.

ქეთევან ცანავამ, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა და საქართველოს ღია მმართველობის კოორდინატორმა, გააცნო შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მიღწევები OGP-ის ვალდებულებების შესრულების პროცესში და გლობალური სამიტისათვის მზადებაზე ისაუბრა.

ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებული და შეუსრულებელი ვალდებულებები

საქართველო ღია მმართველობის მესამე სამოქმედო გეგმაზე მუშაობს მაშინ, როდესაც მეორე გეგმის ძირითადი ვალდებულებები შეუსრულებელი რჩება. კვლევაში წარმოგიდგენთ ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგებს, მიზეზებსა და მომავალში გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს.
ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership – OGP) 2011 წელს შექმნილი საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც ამჟამად 69 სახელმწიფოს აერთიანებს. პარტნიორობის წევრი ქვეყნები ნებაყოფლობით ადგენენ სამოქმედო გეგმებს, რითიც იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ მმართველობის ღიაობა, ანგარიშვალდებულება, სამოქალაქო ჩართულობა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განვითარება. საქართველო OGP-ის წევრი 2011 წელს გახდა. საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესის კოორდინაციას ახდენს ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი, რომელიც სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება.

Continue reading

საკონსულტაციო ჯგუფმა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ვალდებულებებზე იმსჯელა

11 აპრილს გაიმართა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. საკონსულტაციო ჯგუფმა წარმოადგინა და იმსჯელა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების განხორციელებისთვის პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე.
შეხვედრა გახსნეს:
1. ევროკავშირის (EU) წარმომადგენლობა საქართველოში პროგრამის მენეჯერმა სოფი გერიშიმ;
2. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თბილისის ოფისის დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ;
3. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა.

Continue reading

IDFI-ს ღია წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს

29 მარტი, 2016
საქართველოს პრემიერ მინისტრს
ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

ბატონო გიორგი,
უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს მთავრობა და პირადად თქვენ იჩენთ ღია მმართველობის, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის საკითხების განვითარებისადმი.
ჩვენ ვხედავთ, რომ ღია მმართველობა და ეფექტური საჯარო ადმინისტრირება ნამდვილად წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს. ეს აღიარებულია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო დონეზეც არაერთ მნიშვნელოვან ინდექსსა და რეიტინგში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით გასატარებელ რეფორმებს მეტი ძალისხმევა, პოლიტიკური ნება და აქტიური მხარდაჭერა სჭირდება.

Continue reading

OGP-ს ვალდებულებების შესრულების პროგრესი

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში საქართველომ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 27 ვალდებულება უნდა შეასრულოს. რამდენიმე მათგანი უკვე შესრულდა, ნაწილი კი განხორციელების პროცესშია.

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება

საზოგადოებრივი ცენტრებისამოქმედო გეგმის თანახმად, 2014 წლის ბოლომდე საქართველოში არსებულ 12 საზოგადოებრივ ცენტრს უნდა დამატებოდა კიდევ ექვსი, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა მომსახურების მიღება შეუძლია. სერვისების განვითარების სააგენტომ უკვე გახსნა 5 ცენტრი – მეჯვრისხევში, კაჭრეთში, გეგუთში, მუხაესტატესა და დუისში. ამავე სააგენტოს ცნობით, 2015 წელს კიდევ 13 სოფელში აშენდება მსგავსი ცენტრი.

ღია მონაცემების პორტალის შექმნა

dataმონაცემთა გაცვლის სააგენტომ დაიწყო ვალდებულების შესრულება და უკვე გაუშვა ღია მონაცემთა პორტალი www.data.gov.ge, სადაც ამჟამად 9 ორგანიზაციის 49 მონაცემია განთავსებული. ტრენინგი ჩაუტარდათ 25 ორგანიზაციის 80-მდე თანამშრომელს, რათა მათ თავადვე შეძლონ ორგანიზაციაში დაცული სხვდასხვა ტიპის ინფორმაციის განთავსება.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნება დამუშავებად ფორმატში

აუდიტის სამსახურმა შეასრულა საკუთარი ვალდებულება და პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ ფინანსურ ანგარიშებს, შემოწირულობებს „ექსელის“ ფორმატში აქვეყნებს. აქამდე ეს ინფორმაცია დასკანერებული სახით იტვირთებოდა ხოლმე საიტზე, რაც საშუალებას არ აძლევდა დაინტერესებულ პირს ადვილად მოეძიებინა ინფორმაცია და სურვილისამებრ დაემუშავებინა. აუდიტის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, სამოქმედო გეგმის ფარგლებში არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ იგეგმება საიტის მოდიფიკაცია, დაემატება ძებნის სისტემა და ერთი კონკრეტული პირის ან პარტიის მიხედვით შესაძლებელი იქნება მის შესახებ ყველა ინფორმაციის მოძიება. ასევე, პარტიების კვარტალური ფინანსური ანგარიშების გარდა, იგეგმება წლიური ანგარიშების მოძიებად ფორმატში განთავსება.

ფარული მიყურადების შესახებ სასამართლო სტატისტიკის პროაქტიული გამოქვეყნება

statistikaსაკუთარი ვალდებულება შეასრულა უზენაესმა სასამართლომ და გამოაქვეყნა ინფორმაცია თუ რამდენი შუამდგომლობა შევიდა პირველი ინსტანციის სასამართლოებში სატელეფონო საუბრების ფარულად მიყურადებასა და ჩაწერაში. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ ასევე გამოაქვეყნა ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრი პირველი ინსტანციის სასამართლოების მიხედვით.

 შსს-ს ვებ გვერდის ხელმისაწვდომობა შშმ პირებისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი ვებ გვერდი ადაპტირებული გახადა უსინათლოთათვის და მხედველობა დაქვეითებული პირთათვის. ასევე დაამატა „ლაივ ჩათი“, სადაც მოქალაქეს საშუალება აქვს ონლაინ კონსულტაცია გაიაროს შსს-ს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.

 მომხმარებლის ხმა

IMG_5870იუსტიციის სახლებში განთავსებულია სპეციალური აპარატები, რომლის საშუალებითაც მოქალაქეს საშუალება აქვს დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება იუსტიციის სახლში არსებული პროდუქტების, მიმდინარე პროცესების შესახებ.

 საჯარო სამსახურში მიღების გამჭვირვალე და მიუკერძოებელი წესები

სრულდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ აღებული ეს ვალდებულებაც. მთავრობის დადგენილებით (#412) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი დადგინდა, 2015 წელს კი იგეგმება რამდენიმე ცვლილება კანონმდებლობაში. გარდა ამისა, დასაქმების საიტზე(hr.gov.ge) რამდენიმე ცვლილებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია ნახვა, თუ რამდენი განაცხადია შესული ერთ ვაკანსიაზე, ასევე საიტს დაემატა რეზიუმეს რედაქტირება და შეიქმნა საიტის მობილური ვერსია.

დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა

საჯარო სამსახურის ბიუროს ვალდებულებაა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა. უწყების ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა გარკვეული ხედვა, თუ რა მექანიზმი უნდა დაინერგოს დეკლარაციების გადასამოწმებლად. საკუთარ მოსაზრებებს ისინი 4 თებერვალს ჩანიშნულ ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე წარადგენენ და შემდეგ ამ საკითხზე დაინტერესებულ პირებთან დაიწყებენ მსჯელობას.

12საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის სისტემა

სამოქმედო გეგმის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურომ უნდა უზრუნველყოს ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის სისტემის განვითარება. როგორც ბიუროს წარმომადგენელი აცხადებს, არსებობს რამდენიმე პროგრამა, თუმცა გადაწყვეტილი არ არის ჯერ, თუ რომელი დაინერგება ყველა უწყებაში.

რეგიონების განვითარება საჯარო ბიბლიოთეკების განვითარების გზით

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ აღებული ვალდებულების თანახმად, 2014 წლის ბოლომდე 4 ბიბლიოთეკის ტრანსფორმაცია უნდა მომხდარიყო და მას საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციებიც შეესრულებინა. თუმცა, ჯერ ჯერობით, არც ერთი არ არის დასრულებული. სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, განახლებული ბიბლიოთეკების გახსნის პროცესი  ტექნიკური პრობლემების გამო დაგვიანდა და ორი მათგანი 2015 წლის იანვარში გაიხსნება.

განათლების სამინისტროს სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სახლში

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს კიდევ ერთი ვალდებულების შესრულება, რომლის თანახმად, მოქალაქეებს განათლების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ გაცემულonlineი დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია ერთ სივრცეში – იუსტიციის სახლში შეეძლებათ. ეს ვალდებულება სამოქმედო გეგმას ყველაზე ბოლოს, 2014 წლის სექტემბერში დაემატა და შესრულების თარიღად 2014 წლის ოქტომბერი მიეთითა. სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, თარიღი არასწორად განისაზღვრა და ეს ვალდებულება რეალურად 2015 წლის მაისიდან განხორციელდება. ასევე, გეგმის მიხედვით ხორციელდება ვალდებულება, რაც გულისხმობს ციფრული ხელმოწერისა და ონლაინ ავთენტიფიკაციის განვითარებას. პროექტის განხორციელება საშუალებას მისცემს მოქალაქეს ოფიციალური დოკუმენტები ელექტრონულად მიიღონ.

ჯერჯერობით არ შესრულებულა იუსტიციის სახლის ვალდებულებები, რომლის თანახმად, 2014 წლის ბოლომდე სამოგზაურო დაზღვევის პოლისის აღება იუსტიციის სახლში შესაძლებელი უნდა ყოფილიყო. სამოქმედო გეგმის თანახმად, მოქალაქეს ასევე უნდა ჰქონოდა საშუალება სახელმწიფო ქონების რეგისტრაცია ასევე იუსტიციის სახლში განეხორციელებინა. უნდა გახსნილიყო Just Drive, რაც საშუალებას მისცემდა პირს მანქანიდან გადაუსვლელად სპეციალურ ფანჯარასთან მიეღო სასურველი მომსახურება. იუსტიციის სახლში აცხადებენ, რომ ამ პროექტების განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

შსს-ს ვებგვერდი უსინათლოთათვის ადაპტირებული გახდა

10624664_581379611964042_1444467251052354886_nღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული კიდევ ერთი ვალდებულება შესრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი უსინათლოთათვის ადაპტირებული გახდა. მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემის მქონე პირებს ახლა უკვე შეუძლიათ შევიდნენ შსს-ს ვებგვერდზე http://voice.police.ge/ და ხმოვან რეჟიმში მიიღონ სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ან სპეციალური სისტემის საშუალებით წაიკითხონ.

პროექტის პრეზენტაცია 18 ნოემბერს გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შსს საქართველოში პირველი უწყებაა, რომელმაც ამგვარი პროექტი განახორციელა. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ვებ-გვერდის ადაპტირების პროექტი შემუშავდა და ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდა შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტთან და „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ წევრებთან – ბექა გოზალიშვილთან და ვლადიმერ ურდულაშვილთან ერთად.

შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის სამინისტრომ ვებგვერდის ადაპტირების ვალდებულება შსს-მ ღია მმართველობის საქართველოს 2014 – 2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღო. პროექტი პასუხობს OGP გამოწვევებს, კერძოდ, საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

ამავე ვალდებულების ფარგლებში წლის ბოლომდე დაინერგება ონლაინკონსულტაციის მექანიზმი და შსს-ს ვებგვერდს დაემატება “ლაივ ჩათის” აპლიკაცია. მისი საშუალებით მოქალაქე შეძლებს დაუკავშირდეს შსს-ის თანამშრომელს შეკითხვით თუ რეკომენდაციით შსს-ს კომპეტენციას მიკუთვნებულ თემაზე.

ფარული მოსმენების შესახებ შუამდგომლობების რაოდენობა შემცირდა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულება შეასრულა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე მართლაც უპრეცედენტო სტატისტიკა გამოქვეყნა, რომელიც ფარულ მიყურადებას ეხება. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოებში 2014 წლის 9 თვის (იანვარისექტემბერი) განმავლობაში სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე განხილულია 952 შუამდგომლობა, რომელთაგან დაკმაყოფილდა 819 შუამდგომლობა.

ინფორმაცია გამოქვეყნებულია უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე საერთო სასამართლოების ძირითადი სტატისტიკური მონაცემების კატეგორიაში (2014 წლის 9 თვე), ქვეკატეგორიაში “მონაცემები აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ”. სამწუხაროდ, გამოქვეყნებულ ინფორმაცია არ არის დეტალიზირებული, სტატისტიკაში არ არის მითითებული, თუ რომელმა ორგანოებმა (პროკურატურა, შსს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური) დააყენეს აღნიშნული შუამდგომლობები სასამართლოს წინაშე, არ არის მითითებული სატელეფონო საუბრების ფარულ მოსმენაზე იყო დაყენებული შუამდგომლობები თუ აღნიშნული სტატისტიკა ასევე მოიცავს მიყურადების სხვა მეთოდებსაც (მაგ. კავშირგაბმულობის არხიდან ან კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შესახებ).

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) მუდმივად აკვირდება აღნიშნულ მონაცემების საჯაროობის და ხელმისაწვდომობის პროცესს.  მოსმენების სტატისტიკასთან დაკავშირებით რამდენიმე კვლევა გამოვაქვეყნეთ:

იხილეთ მაგალითად სტატია: მიყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის საჯაროობა IDFI-ის პრაქტიკა

აგრეთვე სტატისტიკური ინფორმაცია პროკურატურის მიერ განხორციელებული ფარული მიყურადების შესახებ.

შესაბამისად, ჩვენ მიერ მიღებული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შედარების საფუძველზე უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფარულ მიყურადების ნებართვებზე სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის რაოდენობა 2014 წელს  წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია.

მაგალითად თბილისის საქალაქო სასამართლოში 2011 წელს სატელეფონო საუბრების მოსმენის შესახებ მხოლოდ თბილისის პროკურატურიდან  შესული იყო 7195 შუამდგომლობა, 2012 წელს 5951 შუამდგომლობა, 2013 წლის პირველ 5 თვეში 1400 შუამდგომლობა, ხოლო 2014 წლის 9 თვეში ყველა საგამოძიებო ორგანოდან მხოლოდ 952 შუამდგომლობა. სტატისტიკა აგრეთვე აჩვენებს, რომ შემცირდა მოსამართლეების მიერ ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაყენებული მოსმენებთან დაკავშირებით დაყენებული შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელიც და თუ 2011 წელს ეს რიცხვი 99.86 % შეადგენდა, 2014 წელს სასამართლოებმა უკვე შუამდგომლობების მხოლოდ 86,03 % დააკმაყოფილეს.

3
აქვე გვინდა, დამატებითი რეკომენდაციებით მივმართოთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოვუწოდოთ, გამოაქვეყნოს უფრო დეტალური მონაცემები ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით, კერძოდ:IDFI მიესალმება უზენაესი სასამართლოს მიერ OGP-ის ეროვნული სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნული სტატისტიკა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს თვალყური ადევნონ მოსმენების რაოდენობის ზრდისა თუ კლების დინამიკას, აგრეთვე სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობების რაოდენობას. ამ ტიპის მონაცემების საჯაროობა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებას, გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში.

  • მონაცემები გამოქვეყნდეს შუამდგომლობის წარმდგენი კონკრეტული უწყებების მიხედვით;
  • გამოაქვეყნოს მონაცემები სხვა კავშირგაბმულობის არხებზე ფარული მიყურადების შესახებ;
  • მონაცემები გამოქვეყნდეს კვარტალურად, თვეების მითითებით;
  • მონაცემები ჩაიშალოს სასამართლოების მიხედვით;
  • მონაცემები განთავსდეს ვებგვერდზე მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომ ადგილას, აღკვეთის ღონისძიებების სტატისტიკისაგან გამოცალკევებულად.

OGP- ის რეკომენდაციების შედეგად სახელმწიფო შპს-ებისა და ააიპ-იების ხელმძღვანელთა ქონებრივი დეკლრაციები გასაჯაროვდა

deklaraciebi asfas2013 წლის 5 თებერვალს საერთაშორისო ინიციატივა “ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ რეკომენდაციებში აღნიშნული იყო, რომ იმ თანამდებობის პირებს, ვისაც ვალდებულებად აქვთ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება და გამოქვეყნება, უნდა დაემატონ:

  • ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მათი მოადგილეები;
  •  საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეები;
  • სამინისტროების ყველა დეპარტამენტისა და სამსახურის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
  • სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
  • სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისა და სააქციო საზოგადოებების ხელმძღვანელები.

ხელისუფლებამ გაითვალისწინა IDFI-ის და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციების მიერ წარდგენილი რეკომენდაციები თანამდებობის პირთა სიის გაფართოებასთან დაკავშირებით. საჯარო სამსახურის ბიურომ მოამზადა კანონპროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილებების შეტანის შესახებ. კანონში შესული მთელი რიგი ცვლილებების შედეგად კი გაიზარდა იმ პირთა წრე, ვისაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენა ევალებათ.

კერძოდ, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით თანამდებობის პირთა ნუსხას დაემატნენ:

  • სამინისტროს სამმართველოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
  • სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელის მოადგილეები;
  • საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელის მოადგილეები;
  • იმ საწარმოთა ხელმძღვანელები, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელი.
  • სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელები;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, თუკი მანამდე თანამდებობის პირად მიიჩნეოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მხოლოდ ზოგიერთი  სსიპ-ის ხელმძღვანელი, ახალი ცვლილებების შემდეგ რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობებისათვის შექმნილი სსიპ-ების გარდა ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და აგრეთვე მისი მოადგილე მიიჩნევა თანამდებობის პირად;
  • აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები.

რაც შეეხება თვითმმართველ ორგანოებს, 2014 წლის 5 თებერვლის რედაქციით თანამდებობის პირების ნუსხას დაემატნენ გამგეობისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები:

  •          გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
  •          თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
  •          რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

აღნიშნული ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი ნოვაცია არის ის, რომ 2013 წლის ნოემბრის ცვლილებებამდე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შპს-ებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები არ ითვლებოდნენ თანამდებობის პირებად.

კანონის მიხედვით, აღნიშნული ა(ა)იპ-ებისა და საწარმოების ჩამონათვალი უნდა განსაზღვრულიყო საქართველოს მთავრობის დადგენილებით. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139დადგენილებით განისაზღვრა იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება. აღნიშნული დადგენილებით  თანამდებობის პირად კი მათ შორის ჩაითვლება:

1. სახელმწიფოს ან ადგილობრივითვი თმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული იმ არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიული პირის ხელმძღვანელი, რომლის წინა წლის  ბრუნვა  მოგების  ყოველწლიური დეკლარაციის მიხედვით, აღემატება ასიათას ლარს.

 2. იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და რომლის წინა წლის ბრუნვა მოგების ყოველწლიური დეკლარაციის მიხედვით, აღემატება ასიათას ლარს, აგრეთვე, ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს (რომლის ბრუნვა მოგების ყოველწლიური  დეკლარაციის  მიხედვით  აღემატება  ასი  ათას  ლარსხელმძღვანელი.

 2014 წლის მარტის მდგომარეობით ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე http://www.declaration.gov.ge უკვე გამოქვეყნდა თანამდებობრივი რეესტრის შესაბამისად ახლად დამატებული პირების მონაცემები. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად ასეთი მონაცემები პირველად გახდა ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის. ქვემოთ გთავაზობთ დღეის მდგომარეობით სისტემაში გამოქვეყნებული  დეკლარაციებიდან შემოსავლების შესახებ არსებული მონაცემების რამდენიმე მაგალითს:

იმ სააქციო საზოგადოებების ხელმძღვანელები რომთა აქციების ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო

 

თანამდებობის პირი დაწესებულება თანამდებობაზე მიღებული შემოსავალი 2013 წელს
ირაკლი კოვზანაძე სს საპარტნიორო ფონდი აღმასრულებელი დირექტორი
323250
სულხან ზუმბურიძე სს-საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე
218329
 მამუკა ბახტაძე სს საქართველოს რკინიგზა გენერალური დირექტორი
194925
შპს ჯორჯია ტრანზიტი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
46409
ვახტანგ ამბოკაძე სს-ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი გენერალური დირექტორი
118606
დავით თვალაბეიშვილი სს-საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია გენერალური დირექტორი
25000
სს საპარტნიორო ფონდი ენერგეტიკის საკითხებში
აღმასრულებელი დირექტორის
მრჩეველი
115500
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გენერალური დირექტორის მრჩეველი
44 400
გიორგი ბეჟუაშვილი სს-საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი დირექტორი
84625

 

იმ შპს-ების ხელმძღვანელები რომთა აქციათა ან  წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო

თანამდებობის პირი დაწესებულება თანამდებობაზე მიღებული შემოსავალი 2013 წელს
მეთე ერქალი შპს- ბათუმის აეროპორტი შპს ტავ ურბან საქართველოს
გენერალური მენეჯერი
379915
ჰასანტარიქ ოსმანაღაოღლუ შპს- ბათუმის აეროპორტი შპს ტავ ურბან საქართველოს ფინანსური
დირექტორი
234880
ირაკლი ცივაძე შპს -ბათუმის საზღვაო ნავსადგური ხელმძღვანელი
155036
 არჩილ ცაბუტაშვილი შპს საქართველოს
გაერთიანებული
წყალმომარაგების
კომპანია
 ხელმძღვანელი
 142499
 მერთ ქანდიელი  შპს ბათუმის აეროპორტი აეროპორტის   მენეჯერი
 120572
 კახა სეხნიაშვილი  შპს ენერგოტრანსი  ხელმძღვანელი
 112000
 ლევან ჩიკვაიძე შპს – საქართველოს  ფოსტა  ხელმძღვანელი
 35966
შპს – საქართველოს
ლატარიის
კომპანია
 ხელმძღვანელი
 66573
 თამაზ ანდღულაძე შპს –ბათუმის აეროპორტი შპს ტავ ურბან საქართველო
მრჩეველი
 98421
 მამუკა კობახიძე  შპს – საქართველოს
გაზის
ტრანსპორტირების
კომპანია
 გენერალური
 დირექტორი
 96000
 გოჩა მეზვრიშვილი  შპს საქაერონავიგაცია  გენერალური
დირექტორი
 89733
 ლევან კოპლატაძე  შპს- თბილისის
სატრანსპორტო
კომპანია
 გენერალური დირექტორი
 83200
 ლევან მებონია  შპს ენგურჰესი დირექტორთა საბჭოს
თავმჯდომარე
 80600

თანამდებობის პირების ჩამონათვალის გაფართოება წინგადადგმული ნაბიჯია ხელისუფლების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. აღნიშნული მნიშვნელოვანია პირველ რიგში კორუფციასთან და ინტერესთა შეუთავსებლობასთან ბრძოლის კონტექსტში. საზოგადოებას ეძლევა საშუალება გადაამოწმოს სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელი მენეჯმენტის ქონებრივი მდგომარეობა, შეაფასოს მათი ანაზღაურებისა და შემოსავლების პროპორციულობა საწარმოთა მასშტაბებსა და წარმატებულ საქმიანობასთან, ისევე როგორც დააკვირდეს ამ პირთა კარიერულ  წინსვლას სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სამეწარმეო ასპარეზზე.

მისასალმებელია, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები თანამდებობის პირთა წრის გაზრდასთან დაკავშირებით. მომავლისთვის სასურველი იქნება, თუ სსიპ-ების ჩამონათვალიც ყოვლისმომცველი გახდება და  გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი იქნება აგრეთვე რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების შემთხვევაშიც. მნიშვნელოვნად ვთვლით აგრეთვე დეკლარანტთა რიცხვს დაემატონ, სახელმწიფო საწარმოთა და არაკომერციულ იურიდიულ პირთა სამეთვალყურეო საბჭოების წევრებიც.

ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების განხორციელება საქართველოში

sataurსაჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, USAID-ის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ 2013 წელს საბოლოოდ მიიღო დადგენილება პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ. კერძოდ, 2013 წლის 1 სექტემბერს  ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის  26 აგვისტოს №219 დადგენილება ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“. აღნიშნული დადგენილების მიხედვით 2013 წლის 31 დეკემბრამდე მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედ ადმინისტრაციულ ორგანოებს დაევალათ „საჯარო ინფორმაციის“ გვერდის შექმნა და დანართით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული 2013 წლის ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ ელექტრონულ რესურსებზე.

დადგენილებაში ასევე ვხვდებით ჩანაწერს, რომ კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო წლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია  წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში. შესაბამისად მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ორგანოებს 2013 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველეყოთ 2013 წლის საწყისი სამი კვარტალის მონაცემების და იმგვარი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელიც განახლებას ექვემდებარება  მხოლოდ გარკვეული ცვლილების შემთხვევაში. Continue reading