ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყანათა ნაწილმა წარადგინა თვითშეფასების ანგარიშები ინიციატივაში მონაწილეობასა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. ოცდათორმეტმა ქვეყანამ უკვე გამოაქვეყნა ანგარიში, მათი უმეტესობა არის ინგლისურ ენაზე და ზოგი, კერძოდ კი კოლუმბიის, დომენიკის რესპუბლიკის, საბერძნეთის, გვატემალის, ინდონეზიის, ისრაელისა და პარაგვაის ანგარიშები ხელმისაწვდომია ამ ქვეყნების სახელმწიფო ენაზეც.
თვითშეფასების ანგარიშები OGP-ს მონაწილე ქვეყნების მიერ თორმეტთვიანი იმპლემენტაციის ციკლის ბოლოს ყოველწლიურად ქვეყნდება. ისინი აფასებენ მთავრობების ძალისხევასა და წარმატებებს ღია მმართველობის ფარგლებში აღებული ვალდებულებებისა და სამოქმედო გეგმების შესრულებასთან მიმართებაში. OGP-ს რვა დამაარსებელი ქვეყნისათვის ანგარიშების წარდგენის საბოლოო ვადა 2013 წლის 31 მარტი იყო. თუმცა ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის საქართველო, ინიციატივას შეუერთდა უფრო მოგვიანებით, კერძოდ 2012 წლის აპრილში, ამიტომაც მათთვის საბოლოო ვადა ანგარიშის წარდგენისთვის განსაზღვრული იყო 2013 წლის 30 სექტემბერი. აღნიშნული ქვეყნებიდან მხოლოდ ნაწილმა წარადგინა თვითშეფასების ანგარიში თუმცა საქართველოს არ წარუდგენია ანგარიში.