ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის – თბილისის პარლამენტის შენობის ადაპტირების გეგმა

პროექტის საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში ფარგლებში [რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანამშრომლობით], გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ გამართა ღონისძიება სახელწოდებით: ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველას.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტმა წარმოადგინა პარლამენტის შენობის (თბილისი) ადაპტირების გეგმა, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის საპარლამენტო შენობის, ისევე, როგორც საპარლამენტო სერვისების ადაპტირება რათა მოხდეს მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირების საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა.

გეგმა მომზადდა პარლამენტის მიერ, არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანი“-სთან ერთად, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აქტიური მხარდაჭერით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის საპარლამენტო შენობის, ისევე, როგორც საპარლამენტო სერვისების ადაპტირება, საქართველოს პარლამენტის მიერ ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით ნაკისრ ვალდებულებას (ვალდებულება 1.5) წარმოადგენს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, საერთაშორისო და დიპლომატიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ადგილობრივი ასოციაციები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები [რომლებიც აღნიშნულ თემატიკაზე მუშაობენ].

„მოხარული ვარ, რომ პარლამენტი გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მზაობას მასზედ, რომ გავაძლიეროთ და დავნერგოთ მოქალაქეებზე ორიენტირებული და ინოვაციებზე დაფუძნებული საჯარო მმრთველობა. ასევე მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით დამკვიდრებულ ნორმას, რომლითაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების და ინტერესების რეალიზებისათვის განსაკუთრებული პირობები შექმნას. პარლამენტს სურს, რომ მოქალაქეებისათვის შეთავაზებული მომსახურება და ასევე ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე იყოს მორგებული და აღნიშნულით ხელი შეუწყოს თანასწორ ჩართულობას და მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში. ჩვენ სიამაყით ვაცხადებთ, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტის შენობა სრულად განახლდება და ხელმისაწვდომი გახდება მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გვინდა გაგაცნოთ ჩვენი გეგმა, რომელიც უკავშირდება თბილისის შენობის ადაპტირებას. აღნიშნული საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებას წარმოადგენს. ამ პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს, გაეროს განვითარების პროგრამას, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს და ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანი“-ს.“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

„მსურს მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს იმისათვის, რომ მან უშუალოდ განიხილა ასეთი დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხი. ამასთან, მინდა მადლობა გადავუხადო ირინა ფრუიძეს, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს, რომელიც გვეხმარეობდა გეგმის შემუშავებაში და ასევე „მარიანი“-ს, რომელიც გეგმის შემუშავებაში ძირითად პარტნიორს წარმოადგენდა. რათქმაუნდა, მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ პროცესის წარმართვა.“ – განაცხადა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, შომბი შარპმა.

ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, დოროტა დლოუხი-სულიგამ  აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ განხორციელებული საქმიანობა ადასტურებს ქვეყნის მზადყოფნას მასზედ, რომ დაიცვას ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფუძემდებლური პრინციპები და ღირებულებები – „ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა, პარლამენტი და უკანასკნელი დროიდან, ასევე თბილისის მერია აქტიურად უწყობენ ხელს გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის დანერგვას. ამ მცდელობების აღიარებას საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარედ არჩევა წარმოადგენს.“

ღოსნიძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა – „ეს ღონისძიება უშუალოდ ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის პარლამენტის მიერ გაწეული მომსახურების ადაპტირებას. აღნიშნული წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს, რადგანაც გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში, ეს თემატიკა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული და ამ საკითხთან დაკავშირებით ღონისძიებები არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც იმართება.“

ღონისძიების მსვლელობისას საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართვლობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ, დამსწრე საზოგადოებას საბჭოს საქმიანობასთან და მიღწევებთან შესახებ ესაუბრა პრეზენტაცია წარუდგინა.  მარიამ მიქიაშვილმა, ორგანიზაცია „მარიანის“ წარმომადგენელმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და რატი იონათამიშვილმა, სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის პარლამენტის შენობის ადაპტირებული პროექტის პრეზენტაცია გამართეს. გეგმაში აღწერილია პარლამენტის თბილისის შენობის ადაპტირებისათვის აუცილებელი ნაბიჯები, მათ შორის, პანდუსებისა და ამწე-პლატფორმების დამონტაჟება, ტაქტილური ბილიკებისა და რუკების, ხმოვანი სანავიგაციო სისტემების შემოღება. დაგეგმილი ცვლილებები შეეხება პარლამენტის შენობის ყველა საკვანძო სივრცეს – შესასვლელებს, კიბეებს, სხდომათა დარბაზებს, ბრიფინგების ოთახებს, სანიტარულ-ჰიგიენურ კვანძებსა და კაფეტერიებს.

ღონისძიების ვიდეო ჩანაწერის ნახვა ბმულზე გადასვლით არის შესაძლებელი.

ღონისძიების ფოტოალბომი იხილეთ აქ.

ადაპტაციის გეგმა იხილეთ აქ.

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

20479768_1507741055949666_2578013831387649745_n2017 წლის 2 აგვისტოს, თბილისში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი „საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისთვის ახალი ვადების განსაზღვრა და დამტკიცება იყო.

ამასთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) წარმოადგინა „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების და „გაეროს განვითარების პროგრამის“ (UNDP) წარმომადგენლებთან თანამშრომლობით იქნა შემუშავებული.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები:

– ირინა ფრუიძე – ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე;

– ეკა ბესელია – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; და

– კახაბერ კუჭავა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები:

– გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP);

– ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);

– GIZ საქართველო;

– ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); და

– საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI).

საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ვადების შეცვლა განპირობებულია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მოთხოვნით, რათა მოხდეს საპარლამენტო ღიაობიდან გამომდინარე ვალდებულებების საქართველოს ეროვნულ გეგმაში ასახვა და შემდგომ პარლამენტის მიერ საქართველოს მთავორბის მიერ OGP-ის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობა.

ირინა ფრუიძის განცხადებით, პარლამენტის საქართველოს ღია მმართველობის ნაწილად აღიარების მიზნით, აუცილებელია საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმისა და ქვეყნის ეროვნული გეგმის გაერთიანება. მისი თქმით, იმის გამო, რომ საპარლამენტო ღიაობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ვადები არ ემთხვევა ეროვნული გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადებს, აუცილებელია საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის გაყოფა, რათა ვალდებულებების ნაწილი 2017 წელს, ხოლო ნაწილი 2018 წელს შესრულდეს.

ამასთან, შეხვედრაზე შეკრებილები შეთანხმდნენ, რომ 2018 წლის დასაწყისში მომზადდება საპარლამენტო ღიაობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაერთიანდება, როგორც 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული, ისე ახალი ვალდებულებები, რომელთა შემუშავებაზე საბჭო და მისი საკონსულტაციო ჯგუფი ერთობლივად იმუშავებენ.

2018 წელს შემდეგი ვალდებულებების შესრულება იგეგმება:

– პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის პლატფორმის შექმნა და ტესტირება, აგრეთვე პლატფორმის ამოქმედება;

– პარლამენტის ვებგვერდზე საკანონმდებლო ინიციატივაზე ელექტრონულად ხელმოწერის მექანიზმის შექმნა;

– კანონშემოქმედებით პროცესში საჯარო კონსულტაციების ჩატარების წესისა და ფორმების მიღება;

– საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე მოქალაქეების მიერ დაფიქსირებულ კომენტარებზე უკუგების მექანიზმის პრაქტიკაში ამოქმედება;

– საქართველოს პარლამენტის მიერ შშმ პირებისთვის მომსახურების მიწოდების პილოტირება;

– შშმ პირებისთვის საქართველოს პარლამენტში ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლება;

– ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ (OGP) ცნობიერების ამაღლება;

– „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის“ განხილვა და დამტკიცება პარლამენტის მიერ;

– პარლამენტის ყოველწლიური სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება;

– კანონპრეოქტის პირველად ტექსტში განხილვის შედეგად შეტანილი ცვლილებების ხილვად ფორმატში ასახვა და ვებგვერდზე გამოქვეყნება;

– პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და შესაბამისი ცვლილებების პარლამენტის რეგლამენტში შეტანა;

– პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვა;

– 10 დეკემბრის ანგარიშების ელექტრონულად წარდგენისა და მონიტორინგის სისტემის კონცეფციის ტექნიკური დავალების შემუშავება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პარლამენტის ვებგვერდზე;

– პარლამენტის არსებული კენჭისყრის შედეგების ვებპორტალის დახვეწა;

– პარლამენტის ვებგვერდის განახლებული სტრუქტურის შემუშავება;

– პარლამენტის ახალი ვებგვერდის მაკეტის შექმნა;

– პარლამენტის ვებგვერდის მართვის ერთიანი სისტემის შემუშავება.

ამ ვალდებულებების შესრულების ახალი ვადები იხილეთ ბმულზე.

IDFI-ის მიერ წარმოდგენილი პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში შესატანი ცვლილებების პროექტი მიზნად ისახავს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ორი ვალდებულების შესრულებას: ვალდებულება 2.1 („პარლამენტის ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის გაფართოება“) და ვალდებულება 2.4 („საქართველოს პარლამენტის მიერ ანგარიშის მოსმენისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევი პირების საკომიტეტო მოსმენების თაობაზე ინფორმაციის ვებგვერდზე დროულად განთავსება, შესაბამისი კომიტეტის სხდომის ვიდეო ოქმის მომზადება და გამოქვეყნება“). შეხვედრაზე შეკრებილებმა განიხილეს ბრძანებაში შესატანი ცვლილების პროექტი და შეთანხმდნენ, რომ იგი საქართველოს პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დაიხვეწება.
2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასევე შექმნილია საქართველოს პარლამენტის წევრებისგან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ღია მმართველობის პარტნიორობის სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დარგობრივად მუშაობენ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაზე. მაგალითისთვის, როგორც ირინა ფრუიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა და ჩამოაყალიბა ეთიკის კოდექსის საბოლოო ვერსია, რომლის წარდგენა პარლამენტისთვის მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.

შეხვედრაზე შეკრებილებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან არსებულ საკონსულტაციო ჯგუფში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გაერთიანებას. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივნის, ეკატერინე ფოფხაძის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად ჩაერთვება სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში და ხელს შეუწყობს საქართველოში საპარლამენტო ღიაობის და OGP-ის პრინციპების დამკვიდრებას.

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ IDFI-ისთან თანამშრომლობით.

საქართველოს პარლამენტმა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

parliament_of_georgia2017 წლის 16 მაისს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა.

გეგმის მიზანია პარლამენტის საქმიანობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდა და საკანონმდებლო პროცესებში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. სამოქმედო გეგმა ჯამში 25 ვალდებულებას მოიცავს, რომელთა განხორციელებას საქართველოს პარლამენტი 2017-2018 წლებში გეგმავს.

სამოქმედო გეგმის ვალდებულებები ერთობლივად შეიმუშავეს შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა:
– საქართველოს პარლამენტი

– ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYILA)

– საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TIG)

– გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

– ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)

– სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)

– GIZ საქართველო

– ჯამპსტარტ საქართველო

– USAID დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI).

 
გეგმაში შესული ყველა ვალდებულება ღია მმართველობის ფუძემდებლური პრინციპებიდან გამომდინარეობს. ეს პრინციპებია: 1. მოქალაქეთა ჩართულობა, 2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, 3. პარლამენტის ანგარიშვალდებულება და საქმიანობის გამჭვირვალობა, და 4. ტექნოლოგიები და ინოვაციები. ამასთან, სამოქმედო გეგმაში გაერთიანებული ყველა ვალდებულება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსაც (Sustainable Development Goals) პასუხობს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმ (IDFI) მოამზადა სპეციალური კვლევა, რომელშიც განხილულია ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში შესული ვალდებულებების კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს სამოქმედო გეგმაში შესული შემდეგივალდებულებები:

ვალდებულება 1.1.პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის დანერგვა – ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოქალაქეთა ჩართულობას და საკანონმდებლო ხელისუფლებისადმი საზოგადოებრივი ნდობის გაზრდას. პარლამენტი ასევე გეგმავს პეტიციების განხილვის წესისა და ფორმატის დახვეწას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

ვალდებულება 2.3.მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე – ვებგვერდ http://www.parliament.ge-ზე არ მოიპოვება სრული ინფორმაცია მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის შესახებ, მაგალითად, ბიუროს მისამართი მათ საარჩევნო ოლქში. ვალდებულების მიზანია ინფორმაციის გასაჯაროება, რათა ამომრჩეველს გაუადვილდეს დეპუტატებთან დაკავშირება და მათთან შეხვედრის ორგანიზება.

ვალდებულება 2.5. – პარლამენტის კომიტეტების მიერ სამოქმედო გეგმების მომზადება და გასაჯაროება – ამ ვალდებულების განხორციელების შედეგად, პარლამენტის კომიტეტებს დაევალებათ ერთი ან ორ წლიანი სამოქმედო გეგმების მომზადება და გასაჯაროება ყოველი წლის/საგაზაფხულო სესიის დასაწყისში. ეს ყველა დაინტერესებულ მხარეს მისცემს შესაძლებლობას, დროულად იყოს ინფორმირებული დაგეგმილი საკანონმდებლო პროცესების შესახებ.

ვალდებულება 4.2.საჯარო ინფორმაციის ანგარიშების (ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიშების“) მონიტორინგის სისტემის შემუშავება – პარლამენტი საჯარო დაწესებულებებიდან იღებს ყოველწლიურ ანგარიშებს ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ, თუმცა კანონმდებლობა არ ადგენს ამ ანგარიშების განხილვის კონკრეტულ პროცედურას, რის გამოც ანგარიშების წარდგენას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს. ვალდებულების ფარგლებში პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვრება საჯარო ინფორმაციის ანგარიშების განხილვის პროცედურა და რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები.

ვალდებულება 4.6. – მთავრობის მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობა – დღესდღეობით, საქართველოს პარლამენტი არ ზედამხედველობს საქართველოს მთავრობის საქმიანობას ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში. ვალდებულება გულისხმობს პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებას და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას OGP-ისთან დაკავშირებულ საკითხებში.

საქართველოს საპარლმანეტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრების და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგია. გეგმის შემუშავების პროცესში ასევე გაიმართა საჯარო კონსულტაციები და გამოკითხვები. მაგალითისთვის, 2017 წლის 19 აპრილს, IDF-მ), სოციალურ ქსელ Fაცებოოკ-ის მეშვეობით, ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შემუშავებულ ახალ რეკომენდაციებზე გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, მოენიშნათ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ან/და კითხვარის ბოლოს დაეფიქსირებინათ მათი განსხვავებული მოსაზრება. გამოკითხვის შედეგების ნახვა ბმულზე გადასვლით არის შესაძლებელი.

საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების სრული პროცესი (საჯარო კონსულტაციები, გამოკითხვები და სამუშაო შეხვედრები) მხარდაჭერილი იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ IDFI-ისთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტით – „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“.

2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით სულ სამი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა:

2017 წლის 18 იანვარს ჩატარებული შეხვედრა;

2017 წლის 14 მარტს ჩატარებული შეხვედრა;

2017 წლის 2 მაისს ჩატარებული შეხვედრა.

შეხვედრებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრები.

2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების მიზნით, უახლოეს მომავალში, საქართველოს პარლამენტის წევრებისგან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ღია მმართველობის პარტნიორობის სამუშაო ჯგუფების შექმნა იგეგმება.

საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული რიგით მეორე გეგმაა. საქართველოს ღია პარლამენტის პირველი სამოქმედო გეგმა 2015 წლის 17 ივლის დამტკიცდა და 18 ვალდებულებას აერთიანებდა.

პარლამენტის წევრების შეხვედრა ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით

20-21 მაისს გაიმართა საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოსა და მისი საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, სადაც საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის 4.4. ვალდებულებით გათვალისწინებულ საკითხზე, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსზე იმსჯელეს.

სამოქმედო გეგმის თანახმად, საპარლამენტო ეთიკის კოდექსი უნდა იქცეს ეფექტურ საბაზისო დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის წევრების ქცევის ნორმებს. იგი მიუთითებს, რომ კოდექსი უნდა შეიცავდეს ნათელ და თანმიმდევრულ დებულებებს პარლამენტის წევრებისთვის მისაღები და მიუღებელი ქცევის, პირადი ინტერესების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების, ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის, სახელმწიფო სახსრების გამოყენებისა და სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობის თაობაზე.

Continue reading

ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში

4 თვიანი მუშაობის შედეგად საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საბჭომ და მასთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა შეიმუშავეს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების პროექტი. კანონპროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობას და გააძლიეროს პარლამენტის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. რეგლამენტის ცვლილებების პროექტი შემუშავდა საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის საფუძველზე.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), როგორც საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე, აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში. კერძოდ, IDFI-მ, საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის სამ ვალდებულებაზე დაყრდნობით, შეიმუშავა რეგლამენტში შესატანი ცვლილებები. ეს ვალდებულებებია:
1. კანონპროექტებზე კომენტარის (ელექტრონულად და/ან წერილობით) დატოვების შესაძლებლობა (ვალდებულება 1.1.); 2. პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვა პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით (ვალდებულება 1.2.) და 3. პარლამენტის ვებგვერდზე დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსება (ვალდებულება 3.1.).

Continue reading

კონცეფცია საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის შესახებ

image2016 წლის 5-6 მარტს, საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საბჭომ მიიღო კონცეფცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 1.2. ვალდებულების განხორციელებას. ვალდებულება გულისხმობს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვას პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით.
ვალდებულების საბოლოო ამოცანაა ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც საკანონმდებლო წინადადებებისა და ინიციატივების განთავსება, ისე მოქალაქეთა მხრიდან აღნიშნული წინადადებებისა და ინიციატივების მხარდაჭერა (ხმის მიცემა). მიღებული კონცეფციის საფუძველზე შემუშავდება პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც იქნება ზემოთ აღნიშნული ვალდებულების პრაქტიკაში განხორციელების სამართლებრივი საფუძველი.

Continue reading

კონცეფცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საპარლამენტო ინფორმაციაზე წვდომის გამარტივების შესახებ

image

2016 წლის 5-6 მარტს, საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საბჭომ მიიღო კონცეფცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2.1. ვალდებულების განხორციელებას. ვალდებულება გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საპარლამენტო ინფორმაციაზე წვდომის გამარტივებას.

2.1. ვალდებულების საბოლოო ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპეციალური ვებგვერდის ან პარლამენტის ვებგვერდის საშუალებით დოკუმენტაციაზე წვდომის გამარტივება. მიზნის განხორციელების პირველი ეტაპია ამგვარი პლატფორმის შესაქმნელად საჭირო კონცეფციის და ბიუჯეტის შემუშავება, რის ვალდებულებაც საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის სექტემბრამდე აიღო.
ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership, OGP) წევრი ქვეყნების პრაქტიკა აჩვენებს, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები ვებგვერდების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. გარდა ამისა, ღია მმართველობის პარტნიორობის გზამკვლევის სარეკომენდაციო ვალდებულებაცაა ინფორმაციის გავრცელების მასშტაბის გაზრდის მიზნით მოწყვლადი ჯგუფების სამიზნე ჯგუფად გამოყოფა.

Continue reading