ანგარიში შემუშავებულია იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის/ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ პასუხისმგებელი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და მრგვალი მაგიდების ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით გამართული განხილვების საფუძველზე.
ანგარიში აფასებს საქართველოს 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროგრესს შეფასების შემდეგი მეთოდოლოგიით:
ა. სრულად შესრულდა
ბ. უმეტესად შესრულდა
გ. ნაწილობრივ შესრულდა
დ. განხორციელების პროცესშია
ე. არ შესრულდა
ანგარიშის თანახმად, 12 ნაკისრი ვალდებულებიდან 3 სრულად შესრულდა, 4 – უმეტესად, 4 – ნაწილობრივ, ერთი ვალდებულება კი განხორციელების პროცესშია.
საქარველოს პირველი 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმა 11 პასუხისმგებელი უწყების მიერ შესასრულებელი 12 სხვადასხვა ვალდებულებით ეხმიანება ღია მმართველობის შემდეგ ოთხ გამოწვევას:
- საჯარო მომსახურების გაუმჯობესება
- საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა
- საჯარო რესურსების უკეთესი მართვა
- უსაფრთხო გარემოს შექმნა