ბლოგის შესახებ

ბლოგი შეიქმნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ. მისი მიზანია რეგულარულად მიაწოდოს საზოგადოებას სიახლეები საქართველოს მთავრობის პროგრესის შესახებ “პარტიორობის ღია მმართველობისთვის” სამოქმედი გეგმის შესრულებაში.

ბლოგზე თავსდება ინფორმაცია როგორც მიმდინარე პროექტებისა და ინიციატივების, ასევე მთავრობის სამომავლო გეგმების შესახებ ღია მმართველობის, გამჭვირვალობის და სამოქალაქო ჩართულობის ხელშესაწყობად.

საქართველო ამ გლობალურ ინიციატივას შეუერთდა 2011 წლის სექტემბერში და მას შემდეგ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა OGP-ს მიზნების მიღწევის გზაზე. 2014 წელს საქართველო პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს.  ქვეყანამ უკვე მეორე სამოქმედო გეგმა შეიმუშავა და შესასრულებლად 26 ახალი ვალდებულება აიღო.

ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს “პარტნიორობის ღია მმართველობისთვის” მნიშვნელობას და მასშტაბებს  მისი 64 წევრი ქვეყნით. ეს ბლოგი ეცდება მიაწოდოს საზოგადოებას საინტერესო და აქტუალური ინფორმაცია, რაც წაახალისებს მას მეტი გულდასმით ადევნოს თვალი OGP-ს პროგრესს, როგორც საქართველოში, ისე გლობალურად.

დატოვე კომენტარი