OGP-ის მმართველი კომიტეტი

წელს პირველად 2011 წლის შემდეგ OGP-ის მმართველი კომიტეტი არჩევნების გზით დაკომპლექტდა. მმართველი კომიტეტის წევრობის 8 ვაკანტური ადგილისთვის 11 სახელმწიფო იბრძოდა, მათ შორის საქართველოც. 30 ივლისს ჩატარებული არჩევნების შედეგები 4 აგვისტოს გახდა ცნობილი: აშშ, ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო, ფილიპინები და ტანზანია ხელახლა აირჩიეს მმართველი კომიტეტის წევრებად, ხოლო საქართველო, საფრანგეთი, და ხორვატია პირველად შეუერთდნენ კომიტეტს.

მმართველ კომიტეტში ცალკე კვოტა აქვთ გამოყოფილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

  1. Sugeng Bahagijo – ინდონეზია; International NGO Forum on Indonesian Development (INFID) აღმასრულებელი დირექტორი და აზიის დემოკრატიული ქსელის წევრი.
  2. Cecilia Blondet – პერუ; საერთაშორისო გამჭვირვალობის პერუს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.
  3. Alvin Mosioma – კენია; Tax Justice Network-Africa დამაარსებელი და დირექტორი;
  4. Mukelani Dimba – სამხრეთ აფრიკა; Open Democracy Advice Centre აღმასრულებელი დირექტორი
  5. Manish Bapna – ამერიკა; World Resources Institute (WRI) აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი.

2014 წლის ოქტომბერში ღია მმართველობის პარტნიორობის თანა-თავმჯდომარეები შეიცვლება. როგორც კი ინდონეზიის მთავრობისა და რაკეშ რაჯანის (Rakesh Rajani) მმართველი თანა-თავმჯდომარეობის ერთწლიანი ვადა  ამოიწურება, ახლანდელი თავმჯდომარის მოადგილე – მექსიკის მთავრობა და  სუნეტა კემალი (Suneeta Kaimal) დაიკავებენ მმართველი თავმჯდომარის პოზიციას.

დატოვე კომენტარი