ფორუმი

ღია მმართველობა საქართველოს საკონსულტაციო მექანიზმი ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი (ფორუმი) შექმნილია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (საბჭო) ფარგლებში. წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს ფორუმის მანდატსა და საქმიანობის წესს.

1. ფორუმის ამოცანები

  • ეროვნულ დონეზე ღია მმართველობის საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, სამოქმედო გეგმის პროექტის მომზადების მონაწილეობითი პროცესის ხელშეწყობა, საჯარო კონსულტაციების დაგეგმვა და ჩატარება.
  •  სამოქმედო გეგმის შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი. შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციების მომზადება და სამდივნოსთვის წარდგენა.
  • ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

2. ფორუმის შემადგენლობა

  •  ფორუმი შედგება საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებისგან.
  • ფორუმის საქმიანობაში ფორუმის წევრთა მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ ადგილობრივი/საერთაშორისო ექსპერტები.
  • ფორუმს უძღვება ორი მომხსენებელი, რომელთაგან ერთი წარმოდგენილია საჯარო დაწესებულებიდან, ხოლო მეორე – არასამთავრობო ორგანიზაციიდან.
  • საჯარო დაწესებულებიდან მომხსენებლის კანდიდატურას წარადგენს სამდივნო, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციიდან – ფორუმში წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად.
  •  ფორუმი მომხსენებლებს ირჩევს უბრალო უმრავლესობით, სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადით.

3. ფორუმის მომხსენებლის ფუნქციები

ფორუმის მომხსენებელი:

  •  კოორდინაციას უწევს ფორუმის საქმიანობას;
  • წარმართავს ფორუმის შეხვედრებს;
  • სამდივნოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს შეხვედრის დღის წესრიგსა და განსახილველ საკითხებს;
  • ფორუმთან შეთანხმებით შეიმუშავებს საჯარო კონსულტაციების გეგმას და წარუდგენს სამდივნოს;
  • სამდივნოსთან შეთანხმებით იწვევს ფორუმის ad hoc შეხვედრას;
  • სამდივნოს ხელშეწყობით შეიმუშავებს ფორუმის საქმიანობის ანგარიშს, რომელიც წელიწადში ორჯერ წარედგინება ანტიკორუფციულ საბჭოს.

4. ფორუმის საქმიანობის წესი

  •  ფორუმის შეხვედრები იმართება ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს.
  • ფორუმის შეხვედრების კალენდარს ადგენს სამდივნო და აქვეყნებს შესაბამის ვებ-გვერდზე.
  • ფორუმის შეხვედრისა და დღის წესრიგის შესახებ ფორუმის წევრებს ეცნობებათ ღია მმართველობა საქართველოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
  • ფორუმის შეხვედრის სხდომის ოქმი ეგზავნება ფორუმის წევრებს და ქვეყნდებაშესაბამის ვებ-გვერდზე.

5. სამდივნოს ფუნქციები

ფორუმის საქმიანობის კოორდინაციასა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას ახორციელებს  სამდივნო, რომელიცმომხსენებლებთან შეთანხმებით:

  •  იწვევს ფორუმს;
  •  განსაზღვრავს დღის წესრიგსა და განსახილველ საკითხებს;
  • ორგანიზებას უწევს ფორუმის შეხვედრებს;
  • ამზადებს ფორუმის შეხვედრის ოქმს;
  • ანტიკორუფციულ საბჭოს წელიწადში ორჯერ წარუდგენს ფორუმის საქმიანობის ანგარიშს.

OG ფორუმი

 

დატოვე კომენტარი