OGP-მ სამი წლის იუბილე იზეიმა

ღია მმართველობის პარტნიორობამ სამი წლის იუბილე რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნა, სადაც საქართველო აქტიურად იყო ჩართული.

სამოქალაქო საზოგადოების წევრთა შეხვედრა

24 სექტემბერს დილით, ფორდის ოფისში OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. დისკუსიისას სამ მთავარი თემაზე იმსჯელეს:

  1. შედეგები, რისი მიღწევაც სამოქალაქო საზოგადოებამ OGP-ის პლატფორმის საშუალებით შეძლო
  2. იდეები, რითიც შესაძლოა გაიზარდოს ზეწოლა მთავრობაზე, რომ ის უფრო ღია და ანგარიშვალდებული გახდეს
  3. OGP-ის 4 წლიანი სამოქმედო გეგმის გადახედვა, გეგმები, რაც სამოქალაქო საზოგადეობის ჩართულობას უკავშირდება.
OGP Civil Society Talk Show

OGP C-ის სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა

ამ შეხვედრაში, მონაწილეობას იღებდა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა თავად ფორდის ფონდი, CIVICUS, საერთაშორისო გამჭვირვალობა, ბუნებრივი რესურსების მართვის ინსიტიტუტი (NRGI) ოქსფამი (Oxfam International) და Twaweza.

ღონისძიება მაღალი თანამდებობის პირთა მონაწილეობით

იმავე დღეს, 24 სექტემბრის საღამოს გაეროს გენერალური ანსამბლეის ფარგლებში OGP-იმ 11 ქვეყნის პირველ პირს, 30 მინისტრსა და  სამოქალაქო საზოგადოების 300-ზე მეტ წარმომადგენელს უმასპინძლა. 9 სახელმწიფოს ლიდერმა საკუთარი სიტყვა წარმოთქვა, მათ შორის იყო საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებზე ისაუბრა. პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის მიზანია გახდეს კიდევ უფრო ღია მოქალაქეებისათვის, მეტად ანგარიშვალდებული მათ წინაშე და უფრო მეტი და ფართო უფლებამოსილება მიანიჭონ მათ. ღარიბაშვილმა იქვე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველაზე ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებასა და სახელმწიფო მომსახურების მიწოდებას.


OGP-ის ჯილდო

ოფიციალური პირების გამოსვლის შემდეგ OGP-იმ ღია მმართველობის ჯილდოს მფლობელები დაასახელა. საუკეთესოდ ის ინიციატივები მიიჩნიეს, რომლიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას ითვალისწინებდა. პირველი ადგილი დანიამ დაიმსახურა უფროსი ასაკის მოქალაქეთა საბჭოს შექმნისთვის, მეორე ადგილზე მონტენეგრო გავიდა მოქალაქეთა ჩართულობის კამპანიისთვის „იყავი პასუხისმგებელი“, მესამე ადგილი კი ფილიპინებმა დაიკავა საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამისთვის.

1 ადგილი დანიამ დაიკავა

1 ადგილი დანიამ დაიკავა

 OGP-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრა

ღონისძიებები მეორე დღესაც გაგრძელდა, 25 სექტემბერს გაიმართა მმართველი კომიტეტის სხდომა, სადაც კომიტეტის ახლად არჩეული წევრები, მათ შორის საქართველოც შეუერთნენ. სხდომაზე განიხილეს პარტნიორობის 2015-2018 წლების სტრატეგია, უკვე გაწეული სამუშაობები და სამომავლო ინიციატივები.

კომიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარმოადგენს. მან ახალ წევრებს OGP- ის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, საქართველო დაწინაურებული ქვეყანაა ბევრი მიმართულებით, რაც, პირველ რიგში, სახელმწიფო სტრუქტურების ანგარიშვალდებულებას, ღიაობას, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება.

10433265_706812889367295_2825073196770548186_n

თეა წულუკიანი მმართველ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს

მმართველი კომიტეტის ფუნქციაა ღია მმართველობის პარტნიორობის სტრატეგიული მართვა, საქმიანობის დაგეგმვა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან 11 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები; ცალკე კვოტა აქვს გამოყოფილი სამოქალაქო საზოგადოებას.

OGP-ის შედეგები

2011 წელს, დაარსების შემდეგ OGP დამფუძნებელი 8 ქვეყნიდან 65 ქვეყანამდე გაიზარდა, ბოლო ქვეყანა ბოსნია და ჰერცოგოვინა პარტნიორობას მიმდინარე წლის სექტემბერში შეუერთდა. დაფუძნებიდან დღემდე ინიციატივაში სამოქალაქო საზოგადოების ასობით წარმომადგენელი და ორგანიზაცია ჩაერთო. 87 სამოქმედო გეგმის ფარგლებში OGP-ის წევრმა ქვეყნებმა 2 ათასზე მეტი ვალდებულება შეასრულეს მთავრობების გახსნილობის და ანგარიშვალდებულებების გაზრდისთვის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s